https://sputnik-georgia.com/20220913/gulis-mankebis-qirurgiul-mkurnalobas-sayoveltao-jandacvis-programa-dafaravs-270400115.html
გულის მანკების ქირურგიულ მკურნალობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაფარავს
გულის მანკების ქირურგიულ მკურნალობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაფარავს
Sputnik საქართველო
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გადასვლის შემდეგ უკვე ჩატარდა გულის თანდაყოლილი მანკის 125 ოპერაცია. 13.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-13T19:35+0400
2022-09-13T19:35+0400
2022-09-13T22:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22768/76/227687605_0:198:2939:1851_1920x0_80_0_0_b9c7138453196d2cd4992e22524fd302.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში გულის თანდაყოლილი მანკის ქირურგიული მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, ცვლილების მიზანია, ბენეფიციარებმა ამ სერვისით კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად ისარგებლონ.პროგრამის მიხედვით, 18 წლამდე პირებისა და მიზნობრივი ჯგუფებისათვის მომსახურება 100%-ით ფინანსდება. გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა 90%-ით უნაზღაურდება საპენსიო ასაკის მოსახლეობას, საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამის მონაწილე სხვა ბენეფიციარებს კი – 70%-ით.სიახლეს წარმოადგენს ის, რომ აქამდე ყველა კატეგორიის პაციენტისთვის თანადაფინანსება 70%-ს შეადგენდა, ხოლო 18 წლამდე პირთათვის 100%-იანი თანადაფინანსება მოქმედებდა. ასევე კორონარული ანგიოპლასტიკით მკურნალობა ფინანსდებოდა ღირებულების 50%-ით.როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განაცხადა, სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც კლინიკებმა პაციენტებს გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობისას, მიღებული დაფინანსების გარდა, დამატებითი თანხები გადაახდევინეს.თანდაყოლილი გულის მანკების ქირურგიული მკურნალობა ორ მიმართულებას მოიცავს – კათეტერიზაციას და ქირურგიას. პირველის შემთხვევაში ოპერაციის ღირებულება 2.065-დან 10.406 ლარამდეა, მეორე შემთხვევაში – 7.331-დან 47.720 ლარამდე.საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გადასვლის შემდეგ უკვე ჩატარდა თანდაყოლილი გულის მანკების გეგმური თუ გადაუდებელი 125 ოპერაცია. მათში ჯამურად მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22768/76/227687605_104:0:2835:2048_1920x0_80_0_0_ea7f91362bc087ca5574e3b88bbd9a50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში
გულის მანკების ქირურგიულ მკურნალობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაფარავს
19:35 13.09.2022 (განახლებულია: 22:03 13.09.2022) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გადასვლის შემდეგ უკვე ჩატარდა გულის თანდაყოლილი მანკის 125 ოპერაცია.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში გულის თანდაყოლილი მანკის ქირურგიული მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ცვლილების მიზანია, ბენეფიციარებმა ამ სერვისით კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად ისარგებლონ.
პროგრამის მიხედვით, 18 წლამდე პირებისა და მიზნობრივი ჯგუფებისათვის მომსახურება 100%-ით ფინანსდება. გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა 90%-ით უნაზღაურდება საპენსიო ასაკის მოსახლეობას, საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამის მონაწილე სხვა ბენეფიციარებს კი – 70%-ით.
სიახლეს წარმოადგენს ის, რომ აქამდე ყველა კატეგორიის პაციენტისთვის თანადაფინანსება 70%-ს შეადგენდა, ხოლო 18 წლამდე პირთათვის 100%-იანი თანადაფინანსება მოქმედებდა. ასევე კორონარული ანგიოპლასტიკით მკურნალობა ფინანსდებოდა ღირებულების 50%-ით.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განაცხადა, სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც კლინიკებმა პაციენტებს გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობისას, მიღებული დაფინანსების გარდა, დამატებითი თანხები გადაახდევინეს.
„თუ მსგავს შემთხვევას ექნება ადგილი, გთხოვთ მოგვმართოთ ჯანდაცვის სამინისტროში. რეგულირების სააგენტო აუცილებლად შეისწავლის ამ საკითხს. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი, შესაძლოა, მისი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოთიშვის საკითხიც დადგეს“, – აღნიშნა ილია ღუდუშაურმა.
თანდაყოლილი გულის მანკების ქირურგიული მკურნალობა ორ მიმართულებას მოიცავს – კათეტერიზაციას და ქირურგიას. პირველის შემთხვევაში ოპერაციის ღირებულება 2.065-დან 10.406 ლარამდეა, მეორე შემთხვევაში – 7.331-დან 47.720 ლარამდე.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გადასვლის შემდეგ უკვე ჩატარდა თანდაყოლილი გულის მანკების გეგმური თუ გადაუდებელი 125 ოპერაცია. მათში ჯამურად მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.