სანაპიროზე გიგანტური კალმარი გამოირიყა - ფოტო

© Pexels / Merve Ekmekciკალმარი
კალმარი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
თბილისი, 13 სექტემბერი − Sputnik. ახალი ზელანდიის სანაპიროზე გიგანტური კალმარი გამოირიყა, რომელიც ტურისტებმა აღმოაჩინეს.
კალმარის ფოტო ტურისტების გიდმა ანტონ დონალდსონმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, უზარმაზარი მოლუსკი სიგრძეში თითქმის 4 მეტრი იყო, კალმარისთვის საცეცები რომელიღაც სხვა არსებას მოეღრღნა.

„სამი გულის მქონე გიგანტური კალმარი, ცხოველთა სამყაროში ყველაზე დიდი თვალებითა და თუთიყუშის მსგავსი ნისკარტით, პარასკევს აღმოვაჩინეთ Farewell Spit Tour-ის დროს. ჩვენი ტურისტები ბედნიერები იყვნენ ცხოვრებაში ერთადერთი შანსით, ეხილათ ოკეანის სიღრმეების ერთ-ერთი იდუმალი არსება“, − დაწერა გიდმა სოციალურ ქსელში.

როგორც National Geographi-ის ექსპერტები ამბობენ, გიგანტურ კალმარებს მართლაც ყველაზე დიდი ზომის თვალები აქვთ ცხოველთა შორის − მათი დიამეტრი დაახლოებით 25 სანტიმეტრია, ანუ საშუალო ზომის თეფშის ტოლი. მიიჩნევა, რომ კალმარის თვალებმა ევოლუცია განიცადა, რათა მოლუსკმა 300 მეტრზე მეტ სიღრმეზე ნადავლის დანახვა შეძლოს.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0