ფსიქოლოგიური ტესტი: ქვეცნობიერის გასაღები, ანუ რას ხედავთ ნახატზე

© Pixabay / geraltქალი ტელეფონით
ქალი ტელეფონით - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
სურათები, რომლებსაც გთავაზობთ, აუცილებლად გამცნობთ რაღაც ისეთს თქვენი პიროვნების შესახებ, რაც არ იცით, ან რაშიც თავს არ უტყდებით.

ამისათვის საჭიროა დახედოთ მათ და თქვათ, რა დაინახეთ მათზე უპირველესად. სწორედ ის, რასაც პირველს შენიშნავთ, არის კიდეც თქვენი ქვეცნობიერის გასაღები.
ტესტი
ტესტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
ტესტი
რა დაინახეთ პირველ რიგში?
ორი მამაკაცი: თუ პირველ რიგში ორი მამაკაცი შენიშნეთ, ე.ი. სხვებზე უფრო ზრუნავთ, ვიდრე საკუთარ თავზე. ძალიან ბევრს ფიქრობთ, იმდენად ბევრს, რომ ხანდახან საზღვარიც არ იცით. ამასთან მეტად გულუხვიც ბრძანდებით.
წყლის შხეფები: თუ პირველ რიგში წყლის შხეფები დაინახეთ, ე.ი. ქარიშხლის მოლოდინით ცხოვრობთ. იცით, რომ ხშირად ყველაფერი ისე არ არის, როგორც გამოიყურება, მაგრამ არჩევთ, არ ეძებოთ ჭეშმარიტება. არ გიყვართ ჩვეული ჩარჩოებიდან გასვლა.
თავის ქალა: თუ თავის ქალა დაინახეთ, ე.ი. ცხოვრებას პოზიტიურად უდგებით. თქვენ ისე არ ხედავთ ყველაფერს, როგორც ადამიანთა უმრავლესობა. ნებისმიერ ვითარებაში შეგიძლიათ რაღაც ახლის მოძებნა. ძალიან კომუნიკაბელური და კაშკაშა ადამიანი ბრძანდებით.
ტესტი
ტესტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
ტესტი
თუ აქ პირველი შენიშნეთ:
ხე: ე.ი. ნაკლებად ამახვილებთ ყურადღებას იმ მოვლენებზე, რომლებიც თქვენს გარშემო ხდება. არ გიყვართ ვითარების დაწვრილებითი ანალიზი და ხშირად თავს იკავებთ ჩარევისგან. დაფიქრდით, იქნებ დროა გააქტიურდეთ.
ქალი: ე.ი. ძალიან დაკვირვებული და ჭკვიანი ბრძანდებით. თქვენ ამჩნევთ იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ. ყოველთვის ცდილობთ ჩაწვდეთ მოვლენის არსს, თუმცა ანალიზით ხშირად არ იწუხებთ თავს.
პეიზაჟი: ე.ი. ცოტა დაბნეული ადამიანი ბრძანდებით. აკეთებთ იმას, რაც იცით და არ ღალატობთ ჩვეულ გეზს. მთლიანობაში საკმაოდ პასიური ხართ.
ტესტი
ტესტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
ტესტი
ამ ნახატზე თუ პირველ რიგში შენიშნეთ:
ქალი და მამაკაცი: ე.ი. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები. ყოველთვის ფიქრობთ საკუთარ მეორე ნახევარზე, რომელსაც თქვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. მოკლედ, ძალიან იცით მიჩვევა.
აფეთქება: ე.ი. თქვენი შეშინება იოლია. საკმაოდ სპონტანური ხართ, თუმცა რისკზე წასვლა არ გიყვართ. მშიშარა ბრძანდებით და იმიტომ.
მხოლოდ ქალი: ე.ი. იმაზე მარტოსული ხართ, ვიდრე აღიარებთ. ყურადღება გწყურიათ, მაგრამ ვერ იღებთ. მგონი დროა, ცოტა მეტი იმუშაოთ ამაზე.
ყველა ახალი ამბავი
0