მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

წესები ელისაბედ II-სთან გამომშვიდობების მსურველებისთვის: გამოქვეყნდა ოფიციალური ინსტრუქცია

© AFP 2024 / Odd Andersenელისაბედ II
ელისაბედ II - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
თბილისი, 13 სექტემბერი − Sputnik. ისინი, ვისაც პარლამენტის შენობაში დასვენებული დედოფალი ელისაბედისთვის უკანასკნელი პატივის მიგება სურს, მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ რიგში ხანგრძლივი დგომა მოუწევთ, წერს Associated Press.
მანამდე დიდი ბრიატენთის მთავრობამ გამოაქვეყნა საგანგებო ინსტრუქცია მათთვის, ვინც გარდაცვლილ დედოფალთან გამომშვიდობებას აპირებს.

„მიაქციეთ ყურადღება, რომ იქნება ძალიან გრძელი რიგი და მრავალი საათის განმავლობაში, შესაძლოა, მთელი ღამითაც კი ფეხზე დგომა მოგიწევთ, ვინაიდან რიგი გაუჩერებლად იმოძრავებს“, − ნათქვამია ციფრული ტექნოლოგიების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსტრუქციაში.

აღნიშნული წესების მიხედვით, პანაშვიდზე დამსწრეებს, რომლებსაც სათითაოდ შეამოწმებს უსაფრთხოების სამსახური, უფლება აქვთ თან მხოლოდ ერთი პატარა ხელჩანთა იქონიონ. ამასთან ჩანთას მხოლოდ ერთი შესაკრავი უნდა ჰქონდეს. დიდი ზომის ხელჩანთები მფლობელებს დროებით ჩამოერთმევათ და სპეციალურ სათავსოში შეინახება, თუ იქ ადგილი იქნება.
სამინისტრო ურჩევს ადამიანებს, თან იქონიონ პირველადი საჭიროების ნივთები ამინდის გათვალისწინებით − ქოლგა ან მზისგან დამცავი კრემი, ასევე ტელეფონის დამტენი და მათთვის აუცილებელი წამლები.
ამასთან მას შემდეგ, რაც მოქალაქე უსაფრთხოების სამსახურის შემოწმებას გაივლის, პარლამენტის შენობაში შესვლამდე ნებისმიერი საკვები და სასმელი ჩამოერთმევა. გარდა ამისა, იკრძალება ყვავილების, სანთლებისა თუ რბილი სათამაშოების მიტანა, და ფოტოების გადაღება.
სამინისტრო სთხოვს ვესტმინსტერის სასახლის ვიზიტორებს, პატივი სცენ ღონისძიებას შესაბამისი ქცევით: ჩაიცვან სათანადოდ, დაიცვან სიჩუმე, გამორთონ მობილური ტელეფონები.
სამინისტროს აკრძალვების გრძელ სიაში ასევე შესულია: ფეიერვერკები, სასიგნალო რაკეტები, სასტვენები, ლაზერული მაჩვენებლებისა და სხვა ისეთი ნივთების გამოყენება, რომლებსაც არეულობის გამოწვევა შეუძლია. ასევე იკრძალება ბანერების, პლაკატების, დროშების, სარეკლამო და მარკეტინგული მესიჯების გამოფენა.
დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს, რომელიც 96 წლისა გარდაიცვალა, 19 სექტემბერს დაკრძალავენ. ეს დღე ქვეყნის მასშტაბით უქმედ გამოცხადდება.
წყარო: Associated Press
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0