გამოიყენებს თუ არა ძალას ОДКБ სომხეთი-აზერბაიჯანის კონფლიქტში: ცნობილია პასუხი

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
თბილისი, 13 სექტემბერი − Sputnik. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) მიუღებლად მიიჩნევს ძალის გამოყენებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე, განაცხადა ორგანიზაციის პრეს-მდივანმა ვლადიმირ ზაინეტდინოვმა.

„ძალის გამოყენება მიუღებლად მიგვაჩნია. უთანხმოებების აღმოსაფხვრელად გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდები და შეთანხმებები, რაც აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრის და 26 ნოემბრის განცხადებებშია დაფიქსირებული“, − განაცხადა ზაინეტდინოვმა.

მანამდე სომხეთმა დახმარებისთვის ОДКБ-ს, რუსეთსა და გაეროს მიმართა.
სამშაბათს, ღამით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო, მხარეები გამწვავების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ერევნის განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორია არტილერიისა და დრონების გამოყენებით დაბომბეს. საუბარია ტერიტორიებზე, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ყარაბაღთან. ბაქოს განცხადებით კი საზღვარზე დისლოცირებულმა სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მათ შესაბამისი შეტევით უპასუხეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა. ორივე მხარე აცხადებს, რომ სამხედროებს შორის დაღუპულები ჰყავთ.
დღეს, დილისთვის მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. როგორც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა აღნიშნა, ამაში რუსეთის პრეზიდენტს მიუძღვის წვლილი, რომელიც ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0