15-წლიანი პატიმრობა არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის - სააპელაციოს განაჩენი

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
საპატიმრო სასჯელის ვადა 7,5 წლიდან 15 წლამდე გაიზარდა
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენიდან ერთი წლის შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო, ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ დაამტკიცა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა 2020 წლის 21 დეკემბერს ორ თანამზრახველთან ერთად ცოლად შერთვის მიზნით უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვანს, შემდეგ კი დაზარალებული გააუპატიურა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენით აღნიშნული პირი გაუპატიურების ფაქტზე გაამართლა, სამივე პირი დამნაშავედ ცნო მხოლოდ ჯგუფურად ჩადენილი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე და თითოეულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი გაუპატიურების ფაქტზე მამაკაცი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
წყარო - გენერალური პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0