საქართველოს პრეზიდენტი ეროვნულ თანხმობაზე

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
გამოწერა
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება მისი ძალისხმევის საგანი.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ეროვნული თანხმობა ჩემი ახირება არაა, ეს ქართული საზოგადოების დაკვეთაა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა 2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში დაძაბულობის მოხსნისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის კუთხით თავისი ინიციატივის შესახებ განაცხადა. ამისთვის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა პოლიტიკოსებთან, დიპლომატებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან, თუმცა პოლარიზაციის შემცირება მაინც ვერ მოხერხდა.

„არ ვეშვები და ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევის საგანი, ვნახავ სადამდე მივალ. ეს მხოლოდ ჩემს ხელში არაა, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ეროვნული თანხმობა ჩემი ახირება არ არის, ეს საზოგადოების დაკვეთაა! საზოგადოებას მართლაც უნდა დაწყნარება და მართლაც უნდა ერთობა, რაც გააძლიერებს ქვეყანას", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დეპოლარიზაცია 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. მანამდე ეს სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ, ხოლო საქართველოს საკუთარ თავზე მუშაობა დაევალა.
პოლარიზაციის გრადუსი საქართველოში ყოველ არჩევნებთან ერთად იზრდება. ოპოზიციაცა და მმართველი პარტია „ქართული ოცნებაც" მუდმივად აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია კონფრონტაციის დასრულება, მაგრამ ურთიერთბრალდებები არ მთავრდება.
ვითარება უკრაინის მოვლენების ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა. „ნაციონალური მოძრაობა" და მისი მომხრეები ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სანქციების დაწესებით მხოლოდ თვითონ საქართველო დაზარალდება, მაგრამ საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0