მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზელენსკი: პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზად არ ვარ

© AP Photo / Ukrainian Presidential Press Office
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
გამოწერა
თბილისი, 12 სექტემბერი − Sputnik. ახლა მზად არ ვარ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებისთვის, განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-ის ჟურნალისტს შესაბამის შეკითხვაზე.

„დღეს არა. მე ვერ ვხედავ რუსეთის მხრიდან კონსტრუქციულობის სურვილს. რაც შეეხება ულტიმატუმებს: არ მაინტერესებს, ვინ წამოაყენებს ულტიმატუმებს − ის თუ სხვა [პუტინის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემთხვევაში]. ეს არის ჩემი პრინციპი: მე არ ველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს აყენებს“, − აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთთან შეთანხმება მხოლოდ „უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ შეიძლება დაიდოს“, რის შემდეგაც ორ მოსაზღვრე სახელმწიფოს მაინც გვერდიგვერდ მოუწევს ცხოვრება.
„ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთს საზღვარი აქვს ჩვენთან, ნებისმიერ შემთხვევაში ის ჩვენი მეზობელია უზარმაზარი მოსახლეობით. ამიტომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის შემდეგ მათ გვერდით ცხოვრება მოგვიწევს, როგორც მეზობლებს“, − განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთი მზად არის და სურს, რომ უკრაინაში არსებული ვითარება დიპლომატიური გზით გადაწყვიტოს, ოღონდ საკუთარი პირობებით, რომ მოსკოვის საუბრის საგანი კიევთან შეიძლება იყოს ის, თუ რამდენად ზუსტად შესრულდება რუსეთის მიერ წამოყენებული პირობები. ამასთან პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვის პირობები უცვლელია. როგორც პრეზიდენტი პუტინი აცხადებს, „სპეცოპერაციის“ მიზანი „დონბასის გათავისუფლება და ისეთი პირობების შექმნაა, რომელიც თავად რუსეთის უსაფრთხოების გარანტიას გასცემს“.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0