ტოჩინოშინმა შემოდგომის ტურნირის მეორე დღეს ბრძოლა წააგო - ვიდეო

© photo: AFP 2020 / BEHROUZ MEHRIლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
გამოწერა
სამწუხაროდ, ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის მეცხრე მაეგაშირა მეგირიუს ვერ აჯობა.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი კოკუგიკანში მიმდინარე შემოდგომის ტურნირზე მეორე საშეჯიბრო დღეს დამარცხდა.
ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის მეცხრე მაეგაშირა მეგირიუს ვერ აჯობა.
ხვალ გორგაძე დასავლეთის მეცხრე მაეგაშირა, 31 წლის კოტოეკოს დაუპირისპირდება. სპორტსმენებს შორის პირადი შეხვედრების ანგარიშია 6:2 ტოჩინოშინის სასარგებლოდ.
გორგაძემ შემოდგომის ტურნირი აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირას რანგში დაიწყო. 34 წლის ტოჩინოშინმა წინა ბაშოზე პოზიციების გაუმჯობესება ვერ შეძლო, რადგან ზაფხულის ტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა.
აკი ბაშო კოკუგიკანში 11-25 სექტემბერს იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0