თბილისი საერთაშორისო კინოფესტივალ „თაობას“ უმასპინძლებს

© Pixabay / 15299კინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
გამოწერა
ფესტივალის მიზანია ახალგაზრდა აუდიტორიაში გემოვნების, ასევე კრიტიკული, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების განვითარება.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ 12-16 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ფესტივალის მონაწილე 13-18 წლის 300-მდე ახალგაზრდისთვის საკონკურსო ფილმების ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება.
მერიის ინფორმაციით, კინოპროგრამა ორ სექციას მოიცავს: მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი, სადაც ნაჩვენები იქნება 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, განკუთვნილია 13-15 წლის ახალგაზრდებისთვის. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი კი განკუთვნილია 16-18 წლის ახალგაზრდებისთვის, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნება ოთხი სრულმეტრაჟიანი ფილმი.
ფესტივალზე წინასწარ შერჩეული ფილმებიდან გამოავლენენ საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმს და საუკეთესო სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს.
კინოფესტივალის პროგრამა, გარდა კინოჩვენებებისა, ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებთან და მსახიობებთან შეხვედრებს, ვორკშოფებსა და გასართობ აქტივობებს. ხუთი დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან კინოდრამატურგიის ძირითად პრინციპებს, თეორიულ საკითხებს და შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს.
წელს პროექტში ჩართული არიან ახალგაზრდები და სფეროს პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, იტალიიდან, ჩეხეთიდან, უკრაინიდან, ფინეთიდან, საქართველოდან და ა.შ.
კულტურის სამინისტრო თბილისის კინოფესტივალს არ დააფინანსებს - პროგრამა შემცირდება>>>
კინოფესტივალი „თაობა“ 2018 წელს დაარსდა. მისი მიზანია ახალგაზრდა აუდიტორიისთვის გემოვნების, კრიტიკული, ანალიტიკური, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.
„თაობა“ საქართველოდან „საბავშვო კინოს ევროპული ასოციაციის“ ერთადერთი წევრია, არის ევროპის კინოაკადემიის „ახალგაზრდა აუდიტორიის პრემიის“ პარტნიორი და თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალთან და კინემატოგრაფიულ ორგანიზაციასთან მთელ მსოფლიოში. 2022 წელს „თაობა“ გახდა „ევროპული კინოკლუბების“ ეროვნული კოორდინატორი საქართველოში.
ფესტივალის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: თბილისის მერია, საქართველოს კულტურის სამინისტრო, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი და იტალიის საელჩო საქართველოში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0