სპორტული კომპლექსი „ავაზა“ ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა

© photo: Sputnik / Stringerფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
გამოწერა
თბილისის მერიამ ეს სპორტული კომპლექსი კომპანია „ვისოლისგან“ გამოისყიდა.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ სპორტული კომპლექსი „ავაზა“ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადასცა, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის დირექტორთან ლევან კობიაშვილთან ერთად საფეხბურთო სკოლის ტერიტორია დაათვალიერა და მხარეებს შორის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

„გვინდა სპორტული კომპლექსი „ავაზა“, რომელსაც ძალიან ბევრი წარმატებული ფეხბურთელი გაუზრდია და დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, გადავცეთ ფეხბურთის ფედერაციას. დარწმუნებული ვარ, ეს სივრცე იქნება დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული კომპლექსი თავისი მოედნებით, გასახდელებით. ყველანაირი პირობა ექნებათ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ითამაშონ ფეხბურთი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით „ავაზას“ ტერიტორიაზე არსებული მოედნები და ადმინისტრაციული შენობა სრულად განახლდება და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი იქნება.
„აღნიშნული სპორტული კომპლექსი 2007 წელს სიმბოლურ ფასად გადაეცა კომპანია „ვისოლს“ იმისთვის, რომ სტატუსი შენარჩუნებულიყო ათი წლის ვადით. მისი ამოწურვის შემდეგ აქტიურად დავიწყეთ კომპანიასთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ აქ რაიმე საცხოვრებელი კორპუსი, საოფისე ფართები და ა.შ. არ აშენებულიყო. მივიღეთ გადაწყვეტილება და თანამშრომლობის შედეგად ეს სივრცე მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდა“, – აღნიშნა კალაძემ.
მერიამ ეს სივრცე კომპანია „ვისოლისგან“ ადგილმონაცვლეობის პრინციპით გამოისყიდა.
ყველა ახალი ამბავი
0