შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ ბაბუას 16 წლით პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
გამოწერა
შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცველებმა გასული წლის 12 ოქტომბერს დააკავეს.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ 60 წლის მამაკაცს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
საქართველოს პროკურატურამ მამაკაცს ბრალდება ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბერში სსკ-ის ოთხი მუხლით წარუდგინა – ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება; ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტის წლის ასაკს მიუღწეველთან; ოჯახის წევრის გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ნდობის გამოყენებით; სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ჩადენილი ოჯახის წევრის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებული მცირეწლოვან შვილიშვილზე ძალადობდა და სისტემატურად აუპატიურებდა. პოლიციამ დანაშაულის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც მოზარდი სკოლაში შეუძლოდ გახდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0