https://sputnik-georgia.com/20220912/saqartvelo-rvinis-saertasoriso-konkurs-iwsc-s-umaspinzlebs-270360947.html
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს - IWSC-ს უმასპინძლებს
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს - IWSC-ს უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
ქვეყანაში საერთაშორისო დონეზე აღიარებულ კონკურსში მონაწილეობა უპრეცედენტო შესაძლებლობაა, განაცხადა ჟიურის ხელმძღვანელმა. 12.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-12T22:19+0400
2022-09-12T22:19+0400
2022-09-12T23:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/260027687_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_a2271d98544ba4271f64f501fb8f65f2.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად ჩატარდება 13 ოქტომბერს, ნათქვამია ორგანიზატორის ვებ-გვერდზე.ზაფხულის დასაწყისში კონკურსების სამხრეთ აფრიკასა და კონელიანო-ვალდობიადენეში წარმატებით ჩატარების შემდეგ IWSC ამჯერად ღონისძიებაში მონაწილეობისთვის იწვევს მეწარმეებს საქართველოდან.მისი თქმით, ღვინის შეძენისას პროფესიონალი შემსყიდველები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მედლის არსებობას, მით უფრო, როდესაც საუბარია ისეთ განვითარებად ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა.ებოტმა აღნიშნა, რომ ღვინის ნიმუშების ტრანსპორტირებისა და გაგზავნის პროცედურა კონკურსში მონაწილეობისათვის ჩვეულებრივ სირთულეებს უკავშირდება.„საკუთარ ქვეყანაში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობა – უპრეცედენტო შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის. გარდა ამისა, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რათა ცნობილმა და სახელგანთქმულმა ბრიტანელმა სპეციალისტებმა თავიანთი გამოცდილება ქართველ მეღვინეებს გაუზიარონ“, – აღნიშნა ებოტმა.კონკურსზე წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს შეაფასებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური.მათ შორის არიან ღვინის ექსპერტები მეგან კლარკი და მეგი მაკფერსონი, უფროსი სომელიე სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია, ასევე ქართველი ექსპერტები გიორგი დაკიშვილი და ანა გოდაბრელიძე.კონკურსის შედეგები გამოცხადდება 15 ოქტომბერს გურჯაანში ღვინის ფესტივალის მსვლელობისას, რომელიც კონკურსის პარტნიორია.სრული ინფორმაციის გაცნობა კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ შესაძლებელია IWSC-ს ვებ-გვერდზე. განაცხადების წარდგენა შეიძლება 7 ოქტომბრამდე.International Wine & Spirit Competition (IWSC) – ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული საერთაშორისო კონკურსია. 1969 წელს ლონდონში დაფუძნებული კონკურსი ხარისხის უმაღლეს სტანდარტს ადგენს და მთავარ მიზნად ისახავს პლანეტის საუკეთესო ღვინოების მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/260027687_254:0:2985:2048_1920x0_80_0_0_448948255893fe9dbb4edd367f8e49ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს - IWSC-ს უმასპინძლებს
22:19 12.09.2022 (განახლებულია: 23:03 12.09.2022) ქვეყანაში საერთაშორისო დონეზე აღიარებულ კონკურსში მონაწილეობა უპრეცედენტო შესაძლებლობაა, განაცხადა ჟიურის ხელმძღვანელმა.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად ჩატარდება 13 ოქტომბერს, ნათქვამია ორგანიზატორის ვებ-გვერდზე.
ზაფხულის დასაწყისში კონკურსების სამხრეთ აფრიკასა და კონელიანო-ვალდობიადენეში წარმატებით ჩატარების შემდეგ IWSC ამჯერად ღონისძიებაში მონაწილეობისთვის იწვევს მეწარმეებს საქართველოდან.
„მედლის მქონე ღვინის არსებობა არის სტიმული ნებისმიერი ქართული მეღვინეობისთვის, რომელიც ისწრაფვის გაზარდოს ექსპორტი დიდ ბრიტანეთსა და მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ღვინის ბრიტანელმა ოსტატმა სარა ებოტმა, რომელიც საქართველოში კონკურსის ჟიურის უხელმძღვანელებს.
მისი თქმით, ღვინის შეძენისას პროფესიონალი შემსყიდველები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მედლის არსებობას, მით უფრო, როდესაც საუბარია ისეთ განვითარებად ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა.
ებოტმა აღნიშნა, რომ ღვინის ნიმუშების ტრანსპორტირებისა და გაგზავნის პროცედურა კონკურსში მონაწილეობისათვის ჩვეულებრივ სირთულეებს უკავშირდება.
„საკუთარ ქვეყანაში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობა – უპრეცედენტო შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის. გარდა ამისა, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რათა ცნობილმა და სახელგანთქმულმა ბრიტანელმა სპეციალისტებმა თავიანთი გამოცდილება ქართველ მეღვინეებს გაუზიარონ“, – აღნიშნა ებოტმა.
კონკურსზე წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს შეაფასებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური.
მათ შორის არიან ღვინის ექსპერტები მეგან კლარკი და მეგი მაკფერსონი, უფროსი სომელიე სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია, ასევე ქართველი ექსპერტები გიორგი დაკიშვილი და ანა გოდაბრელიძე.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 15 ოქტომბერს გურჯაანში ღვინის ფესტივალის მსვლელობისას, რომელიც კონკურსის პარტნიორია.
სრული ინფორმაციის გაცნობა კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ შესაძლებელია
IWSC-ს ვებ-გვერდზე. განაცხადების წარდგენა შეიძლება 7 ოქტომბრამდე.
International Wine & Spirit Competition (IWSC) – ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული საერთაშორისო კონკურსია. 1969 წელს ლონდონში დაფუძნებული კონკურსი ხარისხის უმაღლეს სტანდარტს ადგენს და მთავარ მიზნად ისახავს პლანეტის საუკეთესო ღვინოების მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას.