მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სამეფო ფუტკრებს დედოფლის გარდაცვალება აცნობეს: უძველესი ტრადიციის ვიდეო

CC BY 2.0 / Ronnie Khan / Triფუტკარი ყვავილზე
ფუტკარი ყვავილზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
გამოწერა
თბილისი, 12 სექტემბერი − Sputnik. დიდი ბრიტანეთის სამეფო მეფუტკრემ ბუკინგმის სასახლისა და კლარენს-ჰაუსის ტერიტორიაზე არსებული სკების ბინადარ ფუტკრებს დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების თაობაზე აცნობა, წერს გამოცემა Daily Mail.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს უძველესი ტრადიციაა, რომლის ფესვებიც ასწლეულების სიღრმეში იკარგება.
სამეფო მეფუტკრის, 79 წლის ჯონ ჩაპლის თქმით, ბუკინგემის სასახლისა და კლარენს ჰაუსის ფუკრებს დედოფლის სიკვდილი პარასკევს აცნობა. მისი თქმით, როგორც კი ელისაბედის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ის მაშინვე გაემართა უძველესი რიტუალის აღსასრულებლად.
ჩაპლმა სკებს შავი ბაფთები შემოახვია და შემდეგ ჩურჩულით აცნობა ათობით ათას ფუტკარს, რომ მათი ძველი პატრონი გარდაიცვალა, რომ ამიერიდან ახალი პატრონი ეყოლებათ და სთხოვა, კარგად მოპყრობოდნენ მას.

„ტრადიციის თანახმად, სკებს შავ ბაფთებს ახვევენ. <...> შემდეგ თითოეულ სკაზე აკაკუნებენ და ეუბნებიან: თქვენი პატრონი დაიღუპა, მაგრამ არსად წახვიდეთ. ახალი პატრონი კარგი პატრონი იქნება თქვენთვის“, − ამბობს სამეფო მეფუტკრე.

როგორც გამოცემა წერს, მრავალსაუკუნოვანი რიტუალი ეფუძნება ცრურწმენას, რომ თუ ფუტკრებს პატრონის გარდაცვალებას არ შეატყობინებ, ისინი თაფლის კეთებას შეწყვეტენ, სკებს დატოვებენ და დაიღუპებიან.
აღინიშნება, რომ ფუტკრებთან საუბარი ბევრი ევროპული ქვეყნის ტრადიციაა. მათ აუცილებლად ატყობინებენ პატრონის ცხოვრებაში მომხდარი ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, როგორიცაა ქორწინება, შვილის შეძენა თუ სადმე გამგზავრება.
წყარო: Daily Mail
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0