https://sputnik-georgia.com/20220912/misha-gomiashvili-gardaicvala-270336210.html
მსახიობი მიხეილ გომიაშვილი გარდაიცვალა
მსახიობი მიხეილ გომიაშვილი გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
მიხეილ გომიაშვილს შესრულებული აქვს არაერთი ცნობილი როლი. 12.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-12T10:50+0400
2022-09-12T10:50+0400
2022-09-12T14:17+0400
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23437/69/234376943_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_1b4037bc1187e2dde5e0b92c7e6998ed.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ (მიშა) გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.რა გახდა მსახიობის გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისათვის უცნობია.მიხეილ გომიაშვილი დაიბადა მსახიობების არჩილ და ლიანა გომიაშვილების ოჯახში. უფროსი ძმისგან განსხვავებით, რომელმაც ინჟინრის პროფესია აირჩია, სკოლის დამთავრების შემდეგ იგი მამის კვალს გაჰყვა და საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა.გომიაშვილის დებიუტი კინოში 1992 წელს შედგა – ფილმ „ხაფანგში“ მან მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა. 2000 წელს ითამაშა გიორგი შენგელაიას ფილმში „სიყვარული ვენახში“, 2003 წელს – რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ფილმში „არის ასეთი ქვეყანა“ და სხვ. 2005 წელს მიიწვიეს რუსული ისტორიული ფილმის „პირველი ღმერთის შემდეგ“ გადაღებებზე. 2017 წელს გომიაშვილმა შეასრულა როლი რეზო გიგინეიშვილის დრამატულ ფილმში „მძევლები“ (ფილმში ასევე როლებს ასრულებენ თინა დალაქიშვილი, მერაბ ნინიძე, ნადეჟდა მიხალკოვა და სხვ.), იმავე წელს გადაიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმში „მან თქვა „დედა“. ის ასევე მონაწილეობდა ფილმებსა და სერიალებში: „ჰეფი ენდი“, „კურატორი“, „ყავა და ლუდი“ და სხვ.მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23437/69/234376943_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_a7f42ab0865c3a3e8e3e8cd4291bb4ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს
მსახიობი მიხეილ გომიაშვილი გარდაიცვალა
10:50 12.09.2022 (განახლებულია: 14:17 12.09.2022) მიხეილ გომიაშვილს შესრულებული აქვს არაერთი ცნობილი როლი.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ (მიშა) გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.
რა გახდა მსახიობის გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისათვის უცნობია.
მიხეილ გომიაშვილი დაიბადა მსახიობების არჩილ და ლიანა გომიაშვილების ოჯახში. უფროსი ძმისგან განსხვავებით, რომელმაც ინჟინრის პროფესია აირჩია, სკოლის დამთავრების შემდეგ იგი მამის კვალს გაჰყვა და საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა.
გომიაშვილის დებიუტი კინოში 1992 წელს შედგა – ფილმ „ხაფანგში“ მან მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა. 2000 წელს ითამაშა გიორგი შენგელაიას ფილმში „სიყვარული ვენახში“, 2003 წელს – რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ფილმში „არის ასეთი ქვეყანა“ და სხვ. 2005 წელს მიიწვიეს რუსული ისტორიული ფილმის „პირველი ღმერთის შემდეგ“ გადაღებებზე.
2017 წელს გომიაშვილმა შეასრულა როლი რეზო გიგინეიშვილის დრამატულ ფილმში „მძევლები“ (ფილმში ასევე როლებს ასრულებენ თინა დალაქიშვილი, მერაბ ნინიძე, ნადეჟდა მიხალკოვა და სხვ.), იმავე წელს გადაიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმში „მან თქვა „დედა“. ის ასევე მონაწილეობდა ფილმებსა და სერიალებში: „ჰეფი ენდი“, „კურატორი“, „ყავა და ლუდი“ და სხვ.
მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.