პირველი შვილის შეძენის შემდეგ მამაკაცებს ტვინი „ეკუმშებათ“: მეცნიერების დასკვნა

© Pixabay / Free-Photosმამა და შვილი პლაჟზე
მამა და შვილი პლაჟზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
გამოწერა
თბილისი, 12 სექტემბერი − Sputnik. პირველი შვილის შეძენის შემდეგ მამაკაცების თავის ტვინში ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც მათ მამობისთვის განაწყობს, აცხადებენ ამერიკელი და ესპანელი მეცნიერები კვლევების საფუძველზე.
მათი თქმით, სიყრმის შვილის დაბადებისას მამაკაცების თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ზოგი უბანი მცირდება, რაც ხელს უწყობს ბავშვის მიღებასა და მასზე ზრუნვაში მონაწილეობას.
როგორც Cerebral Cortex-ში გამოქვეყნებული ნაშრომიდან ირკვევა, მეცნიერებმა კვლევაში 40 მოხალისე მამაკაცი ჩართეს, რომლებიც პირველად ემზადებოდნენ მამობისთვის. ყველა მათგანს რამდენჯერმე ჩაუტარდა მაგნიტო-რეზონანსული კვლევა: პარტნიორების დაორსულებამდე, მათი ფეხმძიმობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
ამის პარალელურად ექსპერიმენტში მონაწილეობდა 17 მამაკაცისგან შემდგარი საკონტროლო ჯგუფიც, რომლის წევრებიც იმ პერიოდისთვის მამობას არ აპირებდნენ.
კვლევამ აჩვენა, რომ მამებს, დედებისგან განსხვავებით, ბავშვის შეძენის კვლადაკვალ არ ეცვლებოდათ ტვინის ლიმბური სისტემის სტრუქტურები, რომელიც ემოციებზე, ქცევაზე, მოტივაციაზე, გრძელვადიან მეხსიერებასა და ა.შ. აგებს პასუხს. სამაგიეროდ ცვლილება ხდებოდა დიდი ნახევარსფეროების ქერქში, რის შედეგადაც „იკუმშებოდა“ ვიზუალური ქერქის სტრუქტურები და ასევე ტვინის მუშაობის პასიური რეჟიმის ქსელთან დაკავშირებული უბნები.
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მომხდარი ცვლილებები ეხმარება მამაკაცებს, იოლად ამოიცნონ საკუთარი შვილი, მიიღონ ის და ირეაგირონ მასზე.
წყარო: Cerebral Cortex
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0