ლუკა მაისურაძემ ტრავმის შემდეგ იტალიის ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

© courtesy of Georgian Judo Federationლუკა მაისურაძე
ლუკა მაისურაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
გამოწერა
ლუკასთვის ეს ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპი იყო.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ქართველი ძიუდოისტი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90 კგ) ტრავმის შემდეგ ტატამზე დაბრუნდა და იტალიაში, რიჩონეში მიმდინარე ევროპის ღია პირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
მაისურაძე ფინალურ მატჩში ფრანგ ლორის ტასირთან დამარცხდა. რიჩონეში გამართულ ევროპის ღია ჩემპიონატში 35 ქვეყნის 376 სპორტსმენი მონაწილეობს.
ლუკა მაისურაძისთვის ეს ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპად იქცა. ძიუდოისტთა წლის მთავარი შეჯიბრი ტაშკენტში 6-13 ოქტომბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0