კალაძე: მინდა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის თასით ვიხილო

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
გამოწერა
ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლში ივლისის დასაწყისში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ უძლიერეს იტალიურ გუნდს შეუერთდა.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ყოფილმა ფეხბურთელმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ქართველ ნახევარმცველს ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება და წარმატებები უსურვა.
ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ში ასპარეზობს.
„მინდა ხვიჩას გულწრფელად ვუსურვო წარმატებები, კიდევ უფრო ესახელებინოს ჩვენი ქვეყანა, ჰქონოდეს კიდევ უფრო მეტი გამარჯვებები და, რა თქმა უნდა, მინდა იგი ჩემპიონთა ლიგის თასით ვიხილო“, – განაცხადა კალაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.
დედაქალაქის მერმა ქართველი ფეხბურთელის იტალიაში ტრანსფერის დეტალებზეც ისაუბრა. საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევმა აპრილში „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„მქონდა საუბარი (ჯენარო) გატუზოსთან, როდესაც იგი „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი იყო. ჯერ კიდევ მაშინ იყო გადაწყვეტილი, როდესაც ხვიჩა „რუბინში“ თამაშობდა. უბრალოდ შეთანხმება ვერ ხდებოდა იმაზე, თუ რა თანხად უნდა ეყიდათ კვარაცხელია“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, კვარაცხელიასადმი ინტერესი ჰქონდათ „მილანს“ და „იუვენტუსსაც“. თუმცა, საბოლოო ჯამში „ნაპოლი“ მაინც უფრო ახლოს იყო ამ გადაწყვეტილებასთან, დასძინა თბილისის მერმა.
ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლში ივლისის დასაწყისში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ უძლიერეს იტალიურ გუნდს შეუერთდა. კვარაცხელიას პირველი ვარჯიში „ნაპოლის“ შემადგენლობაში 5 ივლისს შედგა.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0