„ერის მამა" - ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 115 წელი გავიდა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
გამოწერა
ილია 1907 წლის 12 სექტემბერს წიწამურთან მოკლეს, როდესაც იგი თბილისიდან საგურამოში მეუღლესთან ოლღა გურამიშვილთან ერთად ღია ეტლით მგზავრობდა.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველო არასდროს დაივიწყებს ილია ჭავჭავაძის ნათელ ხსოვნას, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
დღეს 115 წელი შესრულდა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან – ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან.

„მთელ მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება შემთხვევა, როდესაც ერთმა ადამიანმა ასეთი წარმოუდგენელი მასშტაბების პირადი ძალისხმევა გასწია ქვეყნის მომავლის შენებისთვის. ილიას მოღვაწეობამ კულტურაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გაკვალა ქვეყნის განვითარების ის გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით“, – აღნიშნა პრემიერმა.

1987 წელს მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის თაოსნობით ამ უდიდესი ღვაწლის აღიარებამ და ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვამ მძლავრი სტიმული მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობით დაგვირგვინდა, ნათქვამია განცხადებაში.
„დღეს კიდევ ერთხელ უდიდესი მადლიერების გრძნობით პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად მოვიხსენიებთ ერის მამად. საქართველო არასდროს დაივიწყებს ილია ჭავჭავაძის ნათელ ხსოვნას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
© National Library of Georgiaილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე (1837-1907) – დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. 1987 წელს ილია ჭავჭავაძე ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და „ილია მართალი" უწოდა.
უდიდესია მისი დამსახურება ქართველი ერის წინაშე. მან სიცოცხლეშივე მოიპოვა მოწინავე ქართველი საზოგადოებრიობის საერთო აღიარება, უღრმესი პატივისცემა და დაფასება, ხოლო მისი მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ თანდათან სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ბუმბერაზი მოაზროვნის საზოგადო ნამოღვაწარის, მისი მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების მაღალი ღირებულების, იმ დიდმნიშვნელოვანი მისიის ჭეშმარიტი აზრი, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერ და გონებრივ აღორძინებაში შეასრულა.
როდესაც ბოლშევიკური გაზეთი „მოგზაურის“ ფურცლებზე ჭავჭავაძის წინააღმდეგ კამპანიამ შედეგი ვერ გამოიღო, მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
ჭავჭავაძე 1907 წლის 12 სექტემბერს წიწამურთან მოკლეს, როდესაც იგი თბილისიდან საგურამოში მეუღლესთან ოლღა გურამიშვილთან ერთად ღია ეტლით მგზავრობდა. სოფელ წიწამურთან მათ ელოდა გიგლა ბერბიჭაშვილის შეიარაღებული ბანდა, რომელმაც გააჩერა ეტლი. ილია ფეხზე წამოდგა და მათ მიმართა: „ილია ვარ, არ მესროლოთ“. გიგლა ბერბიჭაშვილის პასუხი კი იყო: „სწორედ ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთ“.
© National Library of Georgiaილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი
ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი
ქართველი კრიმინალისტების, ისტორიკოსებისა და ექიმების მრავალრიცხოვან კვლევებში აღნიშნულია, რომ ილიას ესროლეს არა წინიდან, როგორც ეს გაკვეთის ოქმში წერია, არამედ უკნიდან.
ეს ნიშნავს, რომ გასროლა მოხდა მეორე ჩასაფრებიდან, რომლის შესახებ შეიძლება არაფერი იცოდნენ ბერბიჭაშვილის ბანდის წევრებმაც, რომლებიც ჭავჭავაძეს წინ გადაუდგნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა დღესაც გაუხსნელია, ისტორიის მკვლევარებში ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ვერსია, რომლის თანახმად მკვლელობის უკან ბოლშევიკები იდგნენ.
ილია დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0