GWP დიდუბის მოსახლეობას აფრთხილებს

© Pixabay / 13727445ონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. დიდუბის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება 12 სექტემბრის 21:00 საათიდან 13 სექტემბრის 14:00 საათამდე შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, კომპანია მირცხულავას ქუჩაზე წყალსადენის ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებლებისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით ტექნიკური ჯგუფები სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებენ.
დიდუბის რაიონში წყლის მიწოდება შეეზღუდება კონკრეტულ ქუჩებს:
სამტრედიის, აგლაძის, წყალტუბოს ქუჩა N1-4, მირცხულავას ქუჩა N10,12,14,16, ცაბაძის ქუჩა N1-4, ხოშარაულის ქუჩა N27, 29-ს, კოსმონავტების და დგებუაძის ქუჩებს.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0