ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი: საქართველოში ხვალიდან ამინდი გაუარესდება

© photo: Sputnik / Mikhail Mordasov / გადასვლა მედიაბანკშიჭექა-ქუხილი
ჭექა-ქუხილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
გამოწერა
საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ასევე ქარის გაძლიერება.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები ხვალიდან, 13 სექტემბრიდან საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 13 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 14 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება.
გარდა ამისა, ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.
ამინდის პროგნოზი თბილისში: 12-18 სექტემბერი>>
სინოპტიკოსები თბილისში 13 სექტემბერს 29, ხოლო 14 სექტემბერს 25 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ. მოსალოდნელია ქარი – 14 სექტემბერს მისი სიჩქარე 17-22 მ/წმ იქნება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0