https://sputnik-georgia.com/20220911/saqartvelos-buneba-photo-270324551.html
საქართველოს ბუნების სილამაზე: მოგზაურობა აბუდელაურის ტბებზე - ფოტო
საქართველოს ბუნების სილამაზე: მოგზაურობა აბუდელაურის ტბებზე - ფოტო
Sputnik საქართველო
აბუდელაურის ტბები საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მაღალმთიანი ადგილია 11.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-11T15:55+0400
2022-09-11T15:55+0400
2022-09-11T15:55+0400
ფოტო
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0a/270301639_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_2ef97a221acd0c8f08109a52b1bf865d.jpg
ხევსურეთის მთებში 2600-2800 მეტრის სიმაღლეზე განთავსებულია სამი ტბა - თეთრი, ცისფერი და მწვანე. ტბებამდე ორი გზა მიდის: მარტივად სავალი გზა სოფელი როშკადან მიდის, ჯუთადან მიმავალი გზა უფრო რთულია, თუმცა ბუნება აქ კიდევ უფრო ლამაზია.
Sputnik საქართველო
  media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
      2022
Sputnik საქართველო
  media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
        ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
  media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
      https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0a/270301639_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_42beb861933dab5051d340c658ad2d7d.jpg Sputnik საქართველო
  media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
      ფოტო, მულტიმედია, фото
საქართველოს ბუნების სილამაზე: მოგზაურობა აბუდელაურის ტბებზე - ფოტო აბუდელაურის ტბები საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მაღალმთიანი ადგილია
ხევსურეთის მთებში 2600-2800 მეტრის სიმაღლეზე განთავსებულია სამი ტბა - თეთრი, ცისფერი და მწვანე. ტბებამდე ორი გზა მიდის: მარტივად სავალი გზა სოფელი როშკადან მიდის, ჯუთადან მიმავალი გზა უფრო რთულია, თუმცა ბუნება აქ კიდევ უფრო ლამაზია.
© photo: Sputnik /  Stringer ჯუთამდე სნოს გავლა მოგიწევთ
ჯუთამდე სნოს გავლა მოგიწევთ
© photo: Sputnik /  Stringer სნო საქართველოს სრულიად კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მშობლიური სოფელია
სნო საქართველოს სრულიად კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მშობლიური სოფელია
© photo: Sputnik / Stringer აბუდელაურის ტბებისკენ მიმავალ გზაზე ძველი ტაძრებიც შემოგხვდებათ
აბუდელაურის ტბებისკენ მიმავალ გზაზე ძველი ტაძრებიც შემოგხვდებათ
© photo: Sputnik /  Stringer ჯუთაში ტრანსპორტი არ დადის, ამიტომ საჭიროა ავტომობილის ქირაობა ან ტაქსით სარგებლობა.
ჯუთა ტურისტებში ძალიან პოპულარულია, აქ რამდენიმე გესთჰაუსიც არის
ჯუთაში ტრანსპორტი არ დადის, ამიტომ საჭიროა ავტომობილის ქირაობა ან ტაქსით სარგებლობა.
ჯუთა ტურისტებში ძალიან პოპულარულია, აქ რამდენიმე გესთჰაუსიც არის
© photo: Sputnik /  Stringer ზოგი კი კარავში დარჩენას ამჯობინებს, თუმცა აქ ღამით ძალიან ცივა
ზოგი კი კარავში დარჩენას ამჯობინებს, თუმცა აქ ღამით ძალიან ცივა
© photo: Sputnik /  Stringer ჯუთადან აბუდელაურის ტბებისკენ მიმავალ გზაზე ულამაზეს ბუნებას იხილავთ
ჯუთადან აბუდელაურის ტბებისკენ მიმავალ გზაზე ულამაზეს ბუნებას იხილავთ
© photo: Sputnik /  Stringer გზად იხილავთ პატარა ნაკადულებსა და ჩანჩქრებს
გზად იხილავთ პატარა ნაკადულებსა და ჩანჩქრებს
© photo: Sputnik /  Stringer ბილიკი ჭაუხის მიმართულებით მიდის და მიუხედავად იმისა, რომ გზად ნიშნები გარკვეულ წერტილამდე არ შეგხვდებათ, დაკარგვა პრაქტიკულად გამორიცხულია
ბილიკი ჭაუხის მიმართულებით მიდის და მიუხედავად იმისა, რომ გზად ნიშნები გარკვეულ წერტილამდე არ შეგხვდებათ, დაკარგვა პრაქტიკულად გამორიცხულია
© photo: Sputnik /  Stringer საჭიროა გეცვათ შესაბამისი ფესხაცმელი, ვინაიდან გზა ქვიანი და უსწორმასწოროა, ხან კი ბალახიანი და სრიალა
საჭიროა გეცვათ შესაბამისი ფესხაცმელი, ვინაიდან გზა ქვიანი და უსწორმასწოროა, ხან კი ბალახიანი და სრიალა
© photo: Sputnik /  Stringer სნოს ხეობაში რამდენიმე კემპინგიც შეგხვდებათ
სნოს ხეობაში რამდენიმე კემპინგიც შეგხვდებათ
© photo: Sputnik /  Stringer აქ შესაძლებელია ადგილისათვის გადაიხადოთ საფასური და საკუთარი ბანაკი მოაწყოთ, ან იქირაოთ ბინა, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა
აქ შესაძლებელია ადგილისათვის გადაიხადოთ საფასური და საკუთარი ბანაკი მოაწყოთ, ან იქირაოთ ბინა, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა
© photo: Sputnik /  Stringer თუმცა, ტბებისკენ მიმავალ გზაზე კიდევ უამრავ ადგილს იხილავთ, სადაც შეიძლება დაბანაკება
თუმცა, ტბებისკენ მიმავალ გზაზე კიდევ უამრავ ადგილს იხილავთ, სადაც შეიძლება დაბანაკება
© photo: Sputnik /  Stringer ტბებზე სამოგზაუროდ საუკეთესო დრო ზაფხულია. გახსოვდეთ, მთაში ამინდი ხშირად იცვლება, აქ ზაფხულობითაც იცის კოკირსპირული წვიმა. დაბანაკების დროს კარგად შეარჩიეთ ადგილი, სადაც საფრთხე არ დაგემუქრებათ
ტბებზე სამოგზაუროდ საუკეთესო დრო ზაფხულია. გახსოვდეთ, მთაში ამინდი ხშირად იცვლება, აქ ზაფხულობითაც იცის კოკირსპირული წვიმა. დაბანაკების დროს კარგად შეარჩიეთ ადგილი, სადაც საფრთხე არ დაგემუქრებათ
© photo: Sputnik /  Stringer ტბებისკენ მიმავალ გზაზე მარკირებები რამდენიმე კილომეტრის გავლის ჩნდება. აქ იწყება ჭაუხის უღელტეხილზე მიმავალი აღმართი (ჯუთადან 8 კილომეტრში). უღელტეხილის უმაღლესი წერტილი 3300 მეტრია, გზა რთული არ არის, მაგრამ დამღლელია
ტბებისკენ მიმავალ გზაზე მარკირებები რამდენიმე კილომეტრის გავლის ჩნდება. აქ იწყება ჭაუხის უღელტეხილზე მიმავალი აღმართი (ჯუთადან 8 კილომეტრში). უღელტეხილის უმაღლესი წერტილი 3300 მეტრია, გზა რთული არ არის, მაგრამ დამღლელია
© photo: Sputnik /  Stringer უღელტეხილიდან ჩანს ტბები და იწყება მკვეთრი დაღმართი, რომელიც ზიგზაგისებურად ეშვება პირდაპირ ცისფერი ტბისკენ
უღელტეხილიდან ჩანს ტბები და იწყება მკვეთრი დაღმართი, რომელიც ზიგზაგისებურად ეშვება პირდაპირ ცისფერი ტბისკენ
© photo: Sputnik /  Stringer ცისფერი ტბის დანახვისას იფიქრებთ, რომ მას შეფერილობა განგებ მისცეს. ტბის გარშეო ვულკანური წარმონაქმნების ნამსხვრევებია
ცისფერი ტბის დანახვისას იფიქრებთ, რომ მას შეფერილობა განგებ მისცეს. ტბის გარშეო ვულკანური წარმონაქმნების ნამსხვრევებია
© photo: Sputnik /  Stringer წყლის ასეთი ფერი მასში შემავალი მინერალების დამსახურებაა. ტბა 2600 მეტრის სიმაღლეზეა განთავსებული
წყლის ასეთი ფერი მასში შემავალი მინერალების დამსახურებაა. ტბა 2600 მეტრის სიმაღლეზეა განთავსებული
© photo: Sputnik /  Stringer მწვანე ტბაც აქვე ახლოსაა. მის გარშემო ბალახის გამო მისი შეფერილობა მართლაც მომწვანოა
მწვანე ტბაც აქვე ახლოსაა. მის გარშემო ბალახის გამო მისი შეფერილობა მართლაც მომწვანოა
© photo: Sputnik /  Stringer ტურისტების უმეტესობა ტბასთან არ რჩება, თუმცა კარვის აქ გაშლა შესაძლებელია
ტურისტების უმეტესობა ტბასთან არ რჩება, თუმცა კარვის აქ გაშლა შესაძლებელია
© photo: Sputnik /  Stringer ცისფერი ტბიდან თეთრამდე დაახლოებით ერთი საათის სავალია. ეს ტბა 2815 მეტრზე მდებარეობს
ცისფერი ტბიდან თეთრამდე დაახლოებით ერთი საათის სავალია. ეს ტბა 2815 მეტრზე მდებარეობს