რას ვჭამთ: საქართველოს მასშტაბით რამდენიმე კვების ობიექტი დახურეს

© Ministry of Environment Protection and Agricultureსურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები შემოწმებაზე
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები შემოწმებაზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2022
გამოწერა
როგორც თბილისის, ასევე სხვა ქალაქების რიგ რესტორნებში სანიტარული ნორმების დაცვა კვლავ მწვავე პრობლემად რჩება.
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კვების ობიექტები დააჯარიმეს და დახურეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული კვების ობიექტები ჰიგიენურ და საწარმოო ნორმებს არ იცავდნენ.
„შემოწმებული 16 ობიექტიდან 12 დაჯარიმდა, აქედან შვიდს შეუჩერდა საწარმოო პროცესი“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ.
ბასილაძის განმარტებით, ძირითადად გამოვლინდა, როგორც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ასევე ვადაგასული სურსათის რეალიზაცია და სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული ცხოველის ხორცის მოხმარება.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ყველა ახალი ამბავი
0