https://sputnik-georgia.com/20220911/ramdeni-qali-mokles-saqartvelosi-bolo-cxra-wlis-ganmavlobasi-270317256.html
რამდენი ქალი მოკლეს საქართველოში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში
რამდენი ქალი მოკლეს საქართველოში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში
Sputnik საქართველო
პროკურატურის ვერსიით, ქალების ნახევარი ოჯახის წევრებმა მოკლეს
2022-09-11T10:00+0400
2022-09-11T10:00+0400
2022-09-11T10:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/08/240480872_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_b7e36cf7592b0229a1a6137384848310.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. 2014-2022 წლებში 186 ქალი მოკლეს, ამავე პერიოდში ჩადენილია 129 ქალის მკვლელობის მცდელობა, ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ, ქალთა მკვლელობების რიცხვმა კლება დაიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ და კარანტინმა მკვლელობების ახალი მატება გამოიწვია, იუწყება საქართველოს პროკურატურა.უწყების ცნობით, 2022 წელს 22 ქალი დაიღუპა, 2021 წელს 18, ხოლო 2022 წლის რვა თვეში 13 ქალი მოკლეს.ამასთან, პროკურატურის მონაცემებით, ქალების მხოლოდ ნახევარს კლავენ ოჯახის წევრები.2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.წყარო - პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/08/240480872_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_b18117fc5077b7eb6c998deff6550d37.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქალი მკვლელობა ფემიციდი საქართველო 2014 2022
ქალი მკვლელობა ფემიციდი საქართველო 2014 2022
რამდენი ქალი მოკლეს საქართველოში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში
პროკურატურის ვერსიით, ქალების ნახევარი ოჯახის წევრებმა მოკლეს
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. 2014-2022 წლებში 186 ქალი მოკლეს, ამავე პერიოდში ჩადენილია 129 ქალის მკვლელობის მცდელობა, ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.
კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ, ქალთა მკვლელობების რიცხვმა კლება დაიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ და კარანტინმა მკვლელობების ახალი მატება გამოიწვია, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
უწყების ცნობით, 2022 წელს 22 ქალი დაიღუპა, 2021 წელს 18, ხოლო 2022 წლის რვა თვეში 13 ქალი მოკლეს.
ამასთან, პროკურატურის მონაცემებით, ქალების მხოლოდ ნახევარს კლავენ ოჯახის წევრები.
2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.