მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რაც უფრო გააჭიანურებენ, მით უფრო რთული იქნება შეთანხმება - ლავროვი კიევთან მოლაპარაკებებზე

© MFA of Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2022
გამოწერა
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვმა იცის, როგორ უნდა მიაღწიოს დასახულ მიზნებს
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს, მაგრამ რაც უფრო გაჭიანურდება პროცესი, მით უფრო რთული იქნება შეთანხმება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„ჩვენ უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე, მაგრამ მათ, ვინც უარს ამბობს, უნდა ესმოდეთ, რომ რაც უფრო მეტხანს გააჭიანურებენ ამ პროცესს, მით უფრო რთული იქნება მოლაპარაკება“, - განაცხადა მინისტრმა.
ლავროვმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსულმა მხარემ იცის, როგორ უნდა მიაღწიოს დასახულ მიზნებს.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0