დავით კლდიაშვილის იუბილეს ახალი მულტიმედიური გამოფენა მიეძღვნა

© National Library of Georgiaდავით კლდიაშვილი
დავით კლდიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2022
გამოწერა
დავით კლდიაშვილი 1862 წლის 11 სექტემბერს სოფელ სიმონეთში სამსონ კლდიაშვილისა და კესარია ღოღობერიძის ოჯახში დაიბადა.
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. დავით კლდიაშვილის დაბადებიდან 160 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური გამოფენა მოამზადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, კლასიკოსი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ეროვნულ არქივში დაცული ფოტოები, კინოდოკუმენტები, ავტოგრაფები, წერილობითი დოკუმენტები, პუბლიკაციები, მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების კადრები ფართო საზოგადოებას ამ ფორმატით პირველად წარედგინა.
დავით კლდიაშვილი (1862-1931) — ქართველი მწერალი, კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელი. მისი ნაწარმოებებია „დარისპანის გასაჭირი", „ბაკულას ღორები", „ქამუშაძის გაჭირვება", „ირინეს ბედნიერება" და სხვა.
დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
წყარო - ეროვნული არქივი
ყველა ახალი ამბავი
0