https://sputnik-georgia.com/20220910/saqartvelos-erovnuli-bankis-savaluto-rezervebi-izrdeba-270297685.html
საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები კვლავ იზრდება
საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები კვლავ იზრდება
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4.272,1 მლნ დოლარს 2021 წლის დეკემბერში მიაღწია.
2022-09-10T09:30+0400
2022-09-10T09:30+0400
2022-09-10T09:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/14/265358823_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_f14464383e4389ad0c7eed10e4e07540.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2022 წლის 31 აგვისტოსთვის 4.260,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.აგვისტოში რეზერვები 104 მლნ დოლარით გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ზრდა ვალუტების კურსების რყევის გამო აქტივების გადაფასებას უკავშირდება.წლის დასაწყისიდან რეზერვები 11,8 მლნ დოლარით, ანუ 0,2%-ით შემცირდა. რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4.272,1 მლნ დოლარს 2021 წლის ბოლოს მიაღწია. რეზერვების ზრდამ 2021 წელს ჯამში 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურაუცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 3,8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის ვებ-გვერდზე.მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,8 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1 მლრდ დოლარი.გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 449,7 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 28,4 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 11,9 მლნ დოლარს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/14/265358823_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_ed7ecfbd5bfccccf02dfe6da902b4763.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვები ზრდა
საქართველო ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვები ზრდა
საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები კვლავ იზრდება
ეროვნული ბანკის რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4.272,1 მლნ დოლარს 2021 წლის დეკემბერში მიაღწია.
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2022 წლის 31 აგვისტოსთვის 4.260,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
აგვისტოში რეზერვები 104 მლნ დოლარით გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ზრდა ვალუტების კურსების რყევის გამო აქტივების გადაფასებას უკავშირდება.
წლის დასაწყისიდან რეზერვები 11,8 მლნ დოლარით, ანუ 0,2%-ით შემცირდა. რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4.272,1 მლნ დოლარს 2021 წლის ბოლოს მიაღწია. რეზერვების ზრდამ 2021 წელს ჯამში 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 3,8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის ვებ-გვერდზე.
მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,8 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1 მლრდ დოლარი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 449,7 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 28,4 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 11,9 მლნ დოლარს შეადგენს.