თბილისი-საგარეჯოს ახალი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს: გზების დეპარტამენტი

© Roads Department of Georgiaსაგარეჯოს შემოვლითი გზის მშენებლობა, კახეთი
საგარეჯოს შემოვლითი გზის მშენებლობა, კახეთი - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2022
გამოწერა
პროექტი ითვალისწინებს 7,6 კილომეტრის სიგრძის ოთხზოლიანი გზისა და 17 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. გრძელდება საგარეჯოს შემოვლითი გზის მშენებლობა - თბილისი-საგარეჯოს ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
პროექტი ითვალისწინებს 7,6 კილომეტრის სიგრძის ოთხზოლიანი გზისა და 17 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს რკინა-ბეტონის მილებისა და ხიდის ფუნდამენტის ხიმინჯების მოწყობა, მიწის და მდინარე თვალთხევის კალაპოტის შეცვლის სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 150 მილიონ ლარამდეა.
© Roads Department of Georgiaსაგარეჯოს შემოვლითი გზის მშენებლობა, კახეთი
Строительство объездной дороги Сагареджо, Кахети - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2022
საგარეჯოს შემოვლითი გზის მშენებლობა, კახეთი
თბილისი-საგარეჯოს 35 კილომეტრიანი გზის მშენებლობა სამ მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარიანი, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა აშენდება. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები სამივე მონაკვეთზე მიმდინარეობს.
თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527,2 მლნ ლარს შეადგენს.
© Roads Department of Georgiaსაგარეჯოს შემოვლითი გზის მშენებლობა, კახეთი
Строительство объездной дороги Сагареджо, Кахети - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2022
საგარეჯოს შემოვლითი გზის მშენებლობა, კახეთი
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისიდან კახეთის მიმართულებით ძირითადი მაგისტრალის, ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. ამ მონაკვეთზე სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიურობა მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო არსებული ორზოლიანი გზა მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებზე გადის (ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო), რაც, ერთი მხრივ, აფერხებს მოძრაობას, მეორე მხრივ, საფრთხეს უქმნის ადამიანებს.
© Roads Department of Georgiaსაგარეჯოს შემოვლითი გზის მშენებლობა, კახეთი
Строительство объездной дороги Сагареджо, Кахети - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2022
საგარეჯოს შემოვლითი გზის მშენებლობა, კახეთი
ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს გადაადგილების დროს, აღნიშნეს უწყებაში. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, პროექტი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებას და გაზრდის საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას.
წყარო - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ყველა ახალი ამბავი
0