https://sputnik-georgia.com/20220910/carlz-mesame-didi-britanetis-mefed-oficialurad-gamocxadda-270309858.html
ჩარლზ მესამე დიდი ბრიტანეთის მეფედ ოფიციალურად გამოცხადდა
ჩარლზ მესამე დიდი ბრიტანეთის მეფედ ოფიციალურად გამოცხადდა
Sputnik საქართველო
მეფე ჩარლზ III-მ მეფედ გამოცხადების ცერემონიაზე ტრადიციული ფიცი დადო
2022-09-10T16:21+0400
2022-09-10T16:21+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
დიდი ბრიტანეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0a/270309049_0:0:1986:1117_1920x0_80_0_0_0c5b2d00d183d09416a2ebfb59f6e762.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის ახალ მონარქად გამოცხადებულმა მეფე ჩარლზ III-მ დედოფალ ელისაბედ II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი სიტყვა წარმოთქვა და პირობა დადო, რომ მის მაგალითს მიჰყვება.ამის შემდეგ ჩარლზ III-მ დადო ტრადიციული ფიცი შოტლანდიის ეკლესიის შენარჩუნებისა და დაცვის შესახებ და ხელი მოაწერა ფიცის დოკუმენტის ორ ეგზემპლარს.მემკვიდრეობითობის პროცედურის თანახმად, ჩარლზ III-ის მეფედ ოფიციალურად გამოცხადების პროკლამაციას ხელი მოაწერეს პრინც უილიამმა, კონსორტ-დედოფალმა კამილამ, პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა, მემკვიდრეობითობის საბჭოს ლორდ-თავმჯდომარემ პენი მორდონტმა, კენტერბერის არქიეპისკოპოსმა და სხვებმა.
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0a/270309049_221:0:1986:1324_1920x0_80_0_0_2d930861fd2cede5d770dcc4870ddeb6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩარლზ მესამე დიდი ბრიტანეთი მეფე ოფიციალურად გამოცხადება
ჩარლზ მესამე დიდი ბრიტანეთი მეფე ოფიციალურად გამოცხადება
ჩარლზ მესამე დიდი ბრიტანეთის მეფედ ოფიციალურად გამოცხადდა
16:21 10.09.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) მეფე ჩარლზ III-მ მეფედ გამოცხადების ცერემონიაზე ტრადიციული ფიცი დადო
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის ახალ მონარქად გამოცხადებულმა მეფე ჩარლზ III-მ დედოფალ ელისაბედ II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი სიტყვა წარმოთქვა და პირობა დადო, რომ მის მაგალითს მიჰყვება.
„მე ღრმად ვაცნობიერებ ამ დიდ მემკვიდრეობას და სუვერენის მოვალეობებსა და მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას, რომელიც ახლა მე გადამეცა. ამ პასუხისმგებლობის აღებისას, მე შევეცდები მივყვე ამ შთამაგონებელ მაგალითს (ელისაბედ II)... მხარი დავუჭირო კონსტიტუციურ მთავრობას და მივაღწიო მშვიდობას, ჰარმონიას და კეთილდღეობას ამ კუნძულების და თანამეგობრობის სამეფოებისა და მთელ მსოფლიოში არსებული ტერიტორიების ხალხებისთვის“, - ციტირებს РИА Новости მეფის სიტყვას.
ამის შემდეგ ჩარლზ III-მ დადო ტრადიციული ფიცი შოტლანდიის ეკლესიის შენარჩუნებისა და დაცვის შესახებ და ხელი მოაწერა ფიცის დოკუმენტის ორ ეგზემპლარს.
მემკვიდრეობითობის პროცედურის თანახმად, ჩარლზ III-ის მეფედ ოფიციალურად გამოცხადების პროკლამაციას ხელი მოაწერეს პრინც უილიამმა, კონსორტ-დედოფალმა კამილამ, პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა, მემკვიდრეობითობის საბჭოს ლორდ-თავმჯდომარემ პენი მორდონტმა, კენტერბერის არქიეპისკოპოსმა და სხვებმა.