https://sputnik-georgia.com/20220909/xvica-kvaracxelia-270288085.html
უკვე ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელია
უკვე ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელია
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. იტალიური „ნაპოლის“ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 09.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-09T19:39+0400
2022-09-09T19:39+0400
2022-09-09T22:07+0400
სპორტი
საქართველოს სიამაყე
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/04/270067775_0:122:1024:698_1920x0_80_0_0_c515ae40304d337397ed84dd42f9ea29.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. იტალიური „ნაპოლის“ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა Lega Serie A-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩატარდა, კვარაცხელიამ კი ხმათა უმეტესი რაოდენობა მიიღო. ქართველ ფეხბურთელს გამოკითხვაში კონკურენციას უწევდნენ დუშან ვლაჰოვიჩი („იუვენტუსი“), პაულო დიბალა („რომა“), ტეუნ კუპმაინერსი („ატალანტა“) და ლაუტარო მარტინესი („ინტერი“).21 წლის ქართველი ტალანტის შესახებ სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომაც ისაუბრა და „ნაპოლის“ კვარაცხელიას ტრანსფერი მიულოცა.ხვიჩა კვარაცხელიამ აგვისტოში ოთხ მატჩში თავი 3 გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა. ასევე აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი მანამდე აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამაც დაასახელა, ახლა კი კვარაცხელიამ აღიარება უკვე ოფიციალურად მოიპოვა.ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლში ივლისის დასაწყისში გაემგზავრა და შეუერთდა ერთ-ერთ უძლიერეს იტალიურ გუნდს. კვარაცხელიას პირველი ვარჯიში „ნაპოლის“ შემადგენლობაში 5 ივლისს შედგა.საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევმა აპრილში „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ში იასპარეზებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/04/270067775_0:116:820:731_1920x0_80_0_0_7738d052710365114341d7dbb346483b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველოს სიამაყე, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, საქართველოს სიამაყე, ახალი ამბები, საქართველო
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. იტალიური „ნაპოლის“ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა Lega Serie A-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩატარდა, კვარაცხელიამ კი ხმათა უმეტესი რაოდენობა მიიღო. ქართველ ფეხბურთელს გამოკითხვაში კონკურენციას უწევდნენ დუშან ვლაჰოვიჩი („იუვენტუსი“), პაულო დიბალა („რომა“), ტეუნ კუპმაინერსი („ატალანტა“) და ლაუტარო მარტინესი („ინტერი“).
21 წლის ქართველი ტალანტის შესახებ სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომაც ისაუბრა და „ნაპოლის“ კვარაცხელიას ტრანსფერი მიულოცა.
„ვულოცავ „ნაპოლის“ კვარაცხელიას გადმობირებას. ქართველმა გარემარბმა მაშინვე დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ჩემპიონატზე: სამი გოლი და საგოლე პასი საწყის ოთხ ტურში მხოლოდ ნაწილობრივ მეტყველებს მის თამაშზე, რომელშიც ჩანს ნიჭი, ტექნიკა და სითამამე“, – აღნიშნა ლუიჯი დე სიერვომ.
ხვიჩა კვარაცხელიამ აგვისტოში ოთხ მატჩში თავი 3 გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა. ასევე აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი მანამდე აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამაც დაასახელა, ახლა კი კვარაცხელიამ აღიარება უკვე ოფიციალურად მოიპოვა.
ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლში ივლისის დასაწყისში გაემგზავრა და შეუერთდა ერთ-ერთ უძლიერეს იტალიურ გუნდს. კვარაცხელიას პირველი ვარჯიში „ნაპოლის“ შემადგენლობაში 5 ივლისს შედგა.
საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევმა აპრილში „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ში იასპარეზებს.