https://sputnik-georgia.com/20220909/tbilisshi-chkviani-satransporto-sistemis-ganvitareba-iwyeba-270260280.html
თბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარება იწყება
თბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარება იწყება
Sputnik საქართველო
სმარტ-სისტემა ხელს შეუწყობს გზებზე უსაფრთხოების გაზრდას, „საცობების“ შემცირებას, ასევე გააუმჯობესებს ეკოლოგიურ სიტუაციას. 09.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-09T09:41+0400
2022-09-09T09:41+0400
2022-09-09T15:03+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251894970_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_059fe89de702386c899396f244a932b1.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერია საქართველოს მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება დედაქალაქის მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა. მერიამ რიგი რეფორმები უკვე გაატარა – შემოყვანილია ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები, გაჩნდა საავტობუსე ზოლები და ველობილიკები.მისი თქმით, სმარტ-სისტემა ხელს შეუწყობს გზებზე უსაფრთხოების გაზრდას, „საცობების“ შემცირებას, ასევე გააუმჯობესებს ეკოლოგიურ სიტუაციას.„პროექტის ჯამური ღირებულება 47 მლნ ევროს შეადგენს და ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდება საერთაშორისო კონსულტანტებისა და დარგის ექსპერტების ჩართულობით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია თანამედროვე სტანდარტების მქონე საფეხმავლო სივრცეების, ველობილიკებისა და საავტობუსო დერეფნების მოწყობის გზით ქუჩის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251894970_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_d729bc0fd6caed39d908bd58ce61917b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარება იწყება
09:41 09.09.2022 (განახლებულია: 15:03 09.09.2022) სმარტ-სისტემა ხელს შეუწყობს გზებზე უსაფრთხოების გაზრდას, „საცობების“ შემცირებას, ასევე გააუმჯობესებს ეკოლოგიურ სიტუაციას.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერია საქართველოს მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება დედაქალაქის მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა. მერიამ რიგი რეფორმები უკვე გაატარა – შემოყვანილია ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები, გაჩნდა საავტობუსე ზოლები და ველობილიკები.
„სისტემა მოიცავს მონაცემთა პლატფორმას, საგზაო სენსორებსა და ნაკადების მართვის ტექნოლოგიას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს თბილისში რეალურ დროში ვმართოთ საგზაო მოძრაობა და პარკირება. ის ასევე ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საგანგებო სიტუაციების ეკიპაჟების გადაადგილებას“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, სმარტ-სისტემა ხელს შეუწყობს გზებზე უსაფრთხოების გაზრდას, „საცობების“ შემცირებას, ასევე გააუმჯობესებს ეკოლოგიურ სიტუაციას.
„პროექტის ჯამური ღირებულება 47 მლნ ევროს შეადგენს და ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდება საერთაშორისო კონსულტანტებისა და დარგის ექსპერტების ჩართულობით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია თანამედროვე სტანდარტების მქონე საფეხმავლო სივრცეების, ველობილიკებისა და საავტობუსო დერეფნების მოწყობის გზით ქუჩის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.