https://sputnik-georgia.com/20220909/taxi-turisti-sasamartlo-270283627.html
სასამართლომ გაამართლა ტაქსის მძღოლი, რომელმაც ტურისტები თბილისის ნაცვლად გომბორზე დატოვა
სასამართლომ გაამართლა ტაქსის მძღოლი, რომელმაც ტურისტები თბილისის ნაცვლად გომბორზე დატოვა
Sputnik საქართველო
ტაქსის მძღოლს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. 09.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-09T16:42+0400
2022-09-09T16:42+0400
2022-09-09T20:33+0400
საზოგადოება
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23771/11/237711183_8:0:2426:1360_1920x0_80_0_0_7c605660df03cebe5ca555334be4f640.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ნაფიცმა მსაჯულებმა რუსეთიდან და ლიეტუვიდან ჩამოსული ტურისტების უკანონო დაკავებაში ბრალდებული ტაქსის მძღოლი ამირან ბოკუჩავა გაამართლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოში ერთხმად – 12 ხმით იქნა მიღებული. ბოკუჩავას ბრალი ორი პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე ჰქონდა წარდგენილი. ამ მუხლით მას 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ, რომელმაც უარყო ბრალდებულის ადვოკატების მიერ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია.როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია, თითქოსდა ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო მიმდინარეობდა, არის „სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა“.„უფრო მეტიც, ადვოკატის მხრიდან მსგავსი სიცრუის ტირაჟირება არღვევს ეთიკის ნორმებს.მოვუწოდებთ აღნიშნული ცრუ ინფორმაციის ავტორებს, თავი შეიკავონ საზოგადოებისთვის სენსიტიური თემების გამოყენებით ყალბი ამბების შექმნისგან და გავრცელებისგან“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.საზოგადოების ინფორმირების მიზნით გენერალურმა პროკურატურამ საქმის დეტალები განმარტა.გამოძიების ვერსიით, 2022 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 04:30 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი, კომპანია „იანდექსის“ აპლიკაციით გამოძახებული ტაქსით თბილისში მშრალი ხიდის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ სასტუმრომდე იმგზავრეს, სადაც ბრალდებულმა მათ მგზავრობის საფასურად 195 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაც რამდენჯერმე აღემატებოდა აპლიკაციაში მითითებულ მგზავრობის ღირებულებას – 23 ლარს.ამის გამო მგზავრები და ტაქსის მძღოლი შეკამათდნენ, მგზავრებმა ბრალდებულს ახლომდებარე პოლიციის დაწესებულებაში მისვლა და თანხის ანაზღაურების საკითხის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს.მძღოლო გაბრაზდა და ისინი მათი ნების საწინააღმდეგოდ გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილზე წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა.ვაზიანიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობისას მგზავრებმა ისარგებლეს მომენტით და გადახტნენ წამიერად შეჩერებული ავტომანქანიდან.მას შემდეგ, რაც ორივე მგზავრმა შეძლო მანქანის დატოვება, ბრალდებულმა რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ ავტომანქანა გააჩერა, მგზავრების ბარგი გზაზე გადმოყარა და მიიმალა.ინცინდენტის შემდეგ დაზარალებულები ტელეფონით დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ შეატყობინეს ლიეტუვის მოქალაქის ნაცნობს, რომელიც თავის მხრივ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-ს დაუკავშირდა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე დაზარალებულთა დასახმარებლად პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.2022 წლის 13 აპრილს ტაქსის მძღოლს ბრალდება სსკ-ის 143-3-გ მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
https://sputnik-georgia.com/20220907/taqsis-mzgolebs-baslainze-gacherebis-upleba-eqnebat-270174147.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23771/11/237711183_310:0:2123:1360_1920x0_80_0_0_b9b0f002a1fb6c77118fe7695e6b3204.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
საზოგადოება, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
სასამართლომ გაამართლა ტაქსის მძღოლი, რომელმაც ტურისტები თბილისის ნაცვლად გომბორზე დატოვა
16:42 09.09.2022 (განახლებულია: 20:33 09.09.2022) ტაქსის მძღოლს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ნაფიცმა მსაჯულებმა რუსეთიდან და ლიეტუვიდან ჩამოსული ტურისტების უკანონო დაკავებაში ბრალდებული ტაქსის მძღოლი ამირან ბოკუჩავა გაამართლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოში ერთხმად – 12 ხმით იქნა მიღებული. ბოკუჩავას ბრალი ორი პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე ჰქონდა წარდგენილი. ამ მუხლით მას 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ, რომელმაც უარყო ბრალდებულის ადვოკატების მიერ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია, თითქოსდა ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო მიმდინარეობდა, არის „სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა“.
„უფრო მეტიც, ადვოკატის მხრიდან მსგავსი სიცრუის ტირაჟირება არღვევს ეთიკის ნორმებს.
მოვუწოდებთ აღნიშნული ცრუ ინფორმაციის ავტორებს, თავი შეიკავონ საზოგადოებისთვის სენსიტიური თემების გამოყენებით ყალბი ამბების შექმნისგან და გავრცელებისგან“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით გენერალურმა პროკურატურამ საქმის დეტალები განმარტა.
გამოძიების ვერსიით, 2022 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 04:30 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი, კომპანია „იანდექსის“ აპლიკაციით გამოძახებული ტაქსით თბილისში მშრალი ხიდის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ სასტუმრომდე იმგზავრეს, სადაც ბრალდებულმა მათ მგზავრობის საფასურად 195 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაც რამდენჯერმე აღემატებოდა აპლიკაციაში მითითებულ მგზავრობის ღირებულებას – 23 ლარს.
ამის გამო მგზავრები და ტაქსის მძღოლი შეკამათდნენ, მგზავრებმა ბრალდებულს ახლომდებარე პოლიციის დაწესებულებაში მისვლა და თანხის ანაზღაურების საკითხის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს.
მძღოლო გაბრაზდა და ისინი მათი ნების საწინააღმდეგოდ გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილზე წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა.
ვაზიანიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობისას მგზავრებმა ისარგებლეს მომენტით და გადახტნენ წამიერად შეჩერებული ავტომანქანიდან.
მას შემდეგ, რაც ორივე მგზავრმა შეძლო მანქანის დატოვება, ბრალდებულმა რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ ავტომანქანა გააჩერა, მგზავრების ბარგი გზაზე გადმოყარა და მიიმალა.
ინცინდენტის შემდეგ დაზარალებულები ტელეფონით დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ შეატყობინეს ლიეტუვის მოქალაქის ნაცნობს, რომელიც თავის მხრივ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-ს დაუკავშირდა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე დაზარალებულთა დასახმარებლად პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.
2022 წლის 13 აპრილს ტაქსის მძღოლს ბრალდება სსკ-ის 143-3-გ მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.