https://sputnik-georgia.com/20220909/tavdacvis-saministros-tanamshromels-seqsualur-sheviwroebashi-adanashauleben-270286056.html
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს
Sputnik საქართველო
ამ მომენტისთვის აქტიურად მიმდინარეობს მომხდარის გარემოებების გარკვევის პროცესი. 09.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-09T17:38+0400
2022-09-09T17:38+0400
2022-09-09T21:36+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23796/42/237964279_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_44166d5558baae0677f79689cc2b5781.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს უწყების თანამშრომლის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში განცხადება 24 აგვისტოს შევიდა და იმავე დღეს დაიწყო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ სამსახურებრივი შემოწმება.გენერალურმა ინსპექციამ საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა გარკვეული მოქმედებები: გამოიკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი არაერთი ადამიანი, ასევე სავარაუდო შევიწროებაში დადანაშაულებული პირი, რომელიც თარჯიმნის პოზიციაზე ხელშეკრულებითაა დასაქმებული.სამინისტროს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის აქტიურად მიმდინარეობს მომხდარის გარემოებების გარკვევის პროცესი, რათა, ერთი მხრივ, მოხდეს ფაქტის შესახებ შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული შეგროვება, არ დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია.მეორე მხრივ, შესაბამისი ინფორმაცია სახალხო დამცველს კანონით დადგენილ ვადებში უნდა მიეწოდოს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯანსაღი ორგანიზაციული კლიმატის ჩამოყალიბებას და გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და განმტკიცებას, რაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.ამ კუთხით თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ისე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, აცხადებენ სამინისტროში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23796/42/237964279_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_3bdb9f7a9797d8b7dc3cf5e36e14768c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს
17:38 09.09.2022 (განახლებულია: 21:36 09.09.2022) ამ მომენტისთვის აქტიურად მიმდინარეობს მომხდარის გარემოებების გარკვევის პროცესი.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს უწყების თანამშრომლის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში განცხადება 24 აგვისტოს შევიდა და იმავე დღეს დაიწყო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ სამსახურებრივი შემოწმება.
როგორც უწყებაში განმარტეს, აღნიშნული საჩივარი წარმოდგენილ იქნა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლის მიერ, რომელმაც მოგვიანებით წარმოადგინა ცალკეული მტკიცებულებები. ის გამოიკითხა ორგანიზაცია „საფარის“ადვოკატის თანდასწრებით.
გენერალურმა ინსპექციამ საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა გარკვეული მოქმედებები: გამოიკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი არაერთი ადამიანი, ასევე სავარაუდო შევიწროებაში დადანაშაულებული პირი, რომელიც თარჯიმნის პოზიციაზე ხელშეკრულებითაა დასაქმებული.
სამინისტროს
ინფორმაციით, ამ მომენტისთვის აქტიურად მიმდინარეობს მომხდარის გარემოებების გარკვევის პროცესი, რათა, ერთი მხრივ, მოხდეს ფაქტის შესახებ შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული შეგროვება, არ დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია.
მეორე მხრივ, შესაბამისი ინფორმაცია სახალხო დამცველს კანონით დადგენილ ვადებში უნდა მიეწოდოს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯანსაღი ორგანიზაციული კლიმატის ჩამოყალიბებას და გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და განმტკიცებას, რაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ამ კუთხით თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ისე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, აცხადებენ სამინისტროში.