https://sputnik-georgia.com/20220909/saqaeronavigaciis-gancxadeba-270293176.html
„ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება“: ირანული თვითმფრინავის სკანდალს „საქაერონავიგაცია“ ეხმაურება
„ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება“: ირანული თვითმფრინავის სკანდალს „საქაერონავიგაცია“ ეხმაურება
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. უცხოეთის ნებისმიერი სახელმწიფოს კუთვნილი სამოქალაქო თვითმფრინავის საქართველოს საჰაერო სივრცეზე გადაფრენა ხორციელდება ფრენის... 09.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-09T22:33+0400
2022-09-09T22:33+0400
2022-09-09T22:56+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქაერონავიგაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0f/265222086_0:0:2795:1572_1920x0_80_0_0_8a1d36b2ffffe0f355263add9b6e8332.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. უცხოეთის ნებისმიერი სახელმწიფოს კუთვნილი სამოქალაქო თვითმფრინავის საქართველოს საჰაერო სივრცეზე გადაფრენა ხორციელდება ფრენის გეგმის საფუძველზე და არ საჭიროებს საავიაციო ხელისუფლების ნებართვას, ნათქვამია „საქაერონავიგაციის“ განცხადებაში.როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ ყოველივეს ჩიკაგოს კონვენცია ითვალისწინებს.აღნიშნული განცხადებით „საქაერონავიგაცია“ ზოგი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ 4 სექტემბერს, Iran Air-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა, საქართველოს ტერიტორიის გავლით გაფრინდა მოსკოვში.უწყება მედიით გავრცელებულ ცნობას „ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებად“ აფასებს და აღნიშნული ხომალდის კურსის შესახებ მონაცემებს აკონკრეტებს. უწყების განმარტებით, ირანული ავიაკომპანია Iran Air, რომელიც სამგზავრო და სატვირთო რეისებს მსოფლიოს 71 ქვეყანაში ახორციელებს, არ არის სანქცირებული ევროკავშირის მიერ. შესაბამისად, ავიაკომპანიის თვითმფრინავები ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით დღემდე დაფრინავენ.აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტ პლატფორმებზე Flightradar24.com და Flightaware.com, რომელთა მეშვეობითაც ფრენების რეალურ დროში თვალყურის დევნება მათზე სრული მონაცემების მოძიება შეიძლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0f/265222086_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_eec7a45d47f5c1148a44ddcc0c72315d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქაერონავიგაცია
საქართველო, ახალი ამბები, საქაერონავიგაცია
„ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება“: ირანული თვითმფრინავის სკანდალს „საქაერონავიგაცია“ ეხმაურება
22:33 09.09.2022 (განახლებულია: 22:56 09.09.2022) თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. უცხოეთის ნებისმიერი სახელმწიფოს კუთვნილი სამოქალაქო თვითმფრინავის საქართველოს საჰაერო სივრცეზე გადაფრენა ხორციელდება ფრენის გეგმის საფუძველზე და არ საჭიროებს საავიაციო ხელისუფლების ნებართვას, ნათქვამია „საქაერონავიგაციის“ განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ ყოველივეს ჩიკაგოს კონვენცია ითვალისწინებს.
აღნიშნული განცხადებით „საქაერონავიგაცია“ ზოგი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ 4 სექტემბერს, Iran Air-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა, საქართველოს ტერიტორიის გავლით გაფრინდა მოსკოვში.
უწყება მედიით გავრცელებულ ცნობას „ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებად“ აფასებს და აღნიშნული ხომალდის კურსის შესახებ მონაცემებს აკონკრეტებს.
„გაცნობებთ, რომ <...> ბორტის ფრენის საწყისი წერტილია აეროპორტი ზვარტნოცი, ერევანი, სომხეთი (კოდი: UDYZ), რომელიც სამოქალაქო დანიშნულების აეროპორტს წარმოადგენს. ჩიკაგოს კონვენციის თანახმად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ამა თუ იმ სახელმწიფოს რეესტრში მყოფი სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გადაფრენა ხორციელდება ფრენის გეგმის საფუძველზე და არ საჭიროებს საავიაციო ხელისუფლების ნებართვას“, — ნათქვამია „საქაერონავიგაციის“ ოფიციალურ განცხადებაში.
უწყების განმარტებით, ირანული ავიაკომპანია Iran Air, რომელიც სამგზავრო და სატვირთო რეისებს მსოფლიოს 71 ქვეყანაში ახორციელებს, არ არის სანქცირებული ევროკავშირის მიერ. შესაბამისად, ავიაკომპანიის თვითმფრინავები ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით დღემდე დაფრინავენ.
აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტ პლატფორმებზე
Flightradar24.com და
Flightaware.com, რომელთა მეშვეობითაც ფრენების რეალურ დროში თვალყურის დევნება მათზე სრული მონაცემების მოძიება შეიძლება.