https://sputnik-georgia.com/20220909/petre-bagrationi-270283996.html
ამბავი ისტორიიდან: სიზმრით დაწყებული ჯანყი და ბაგრატიონის ფულზე გაუცვლელი ვაჟკაცობა
ამბავი ისტორიიდან: სიზმრით დაწყებული ჯანყი და ბაგრატიონის ფულზე გაუცვლელი ვაჟკაცობა
Sputnik საქართველო
მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთმა მყარად მოიკიდა ფეხი ჩრდილოეთ კავკასიაში, რამაც ოსამალეთი და სპარსეთი დიდად გააღიზიანა. მაგრამ სპარსეთი იმ დროს... 09.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-09T18:28+0400
2022-09-09T18:28+0400
2022-09-09T21:47+0400
საქართველოს ისტორიიდან
წასაკითხი ამბები
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24009/89/240098965_0:180:1920:1260_1920x0_80_0_0_532b2226a244143001e46351f4180bab.jpg
მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთმა მყარად მოიკიდა ფეხი ჩრდილოეთ კავკასიაში, რამაც ოსამალეთი და სპარსეთი დიდად გააღიზიანა. მაგრამ სპარსეთი იმ დროს შინაომებისგან იყო დასუსტებული და წინააღმდეგობის თავი არ ჰქონდა, აი ოსმალეთმა კი 1787 წელს ომი გამოუცხადა რუსეთს.გარდა ამისა, ოსმალთა ხონთქარმა ჩრდილოკავკასიელები რუსეთის წინააღმდეგ მომართა და აჯანყებისკენ წააქეზა. ჯანყს, რომელმაც მთელი ჩრდილოეთ კავკასია მოიცვა, სათავეში შეიხი მანსური ჩაუდგა.იმამმა უშეღავათო და სისხლისმღვრელი ბრძოლები გაუმართა რუსებს. 1785-1789 წლებში არაერთხელ დაამარცხა რუსეთის არმია, და პეტერბურგის სამეფო კარი იძულებული გახდა, დამატებითი სამხედრო ნაწილები შეეყვანა ჩრდილოეთ კავკასიაში...ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ალდეში დაბადებულმა ჩეჩენმა მანსურმა თავი წინასწარმეტყველ მუჰამედის რჩეულად გამოაცხადა. თანასოფლელებს სიზმარი უამბო: თეთრ ცხენზე ამხედრებული ორი კაცი გამომეცხადა, მითხრეს, მოგვისმინე და არ შეგეშინდეს! ჩვენ წინასწარმეტყველმა მუჰამედმა წამოგვგზავნა, გვიბრძანა გითხრათ, რომ თქვენი ხალხი ღმერთის გზას ასცდა და ცოდვას შეუდგა, შენ დაგავალა წინასწარმეტყველმა, დაარიგო უგუნურები, რათა ჭეშმარიტ გზას დაუბრუნდნენო.სიზმარმა, რომელსაც მანსური ყველას უყვებოდა, ალდელებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ამბობენ, ყოველ ჯერზე, როცა ის სიზმრად ნანახ ალაჰის ნებას ატყობინებდა თავის მიმდევრებს, ექსტაზში ვარდებოდა და ეპილეფსიის მაგვარი შეტევა ეწყებოდაო.მეტად მჭევრმეტყველი იყო მანსური და სულ მალე მისი ქადაგებების მოსასმენად ყაბარდოსა და დაღესტნის შორეული აულებიდანაც იწყეს დენა. ცოტა ხანში უამრავი მომხრე და მიმდევარი გაუჩნდა. დაუზუსტებელი ცნობებით, იმამს 25 ათასი მეომარი უმაგრებდა ზურგს, რომლებიც ოსმალთა ხონთქართან შეთანხმებით მოქმედებდნენ კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ.აჯანყება, რომელსაც შეიხი მანსური ჩაუდგა სათავეში, სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა არა მარტო რუსეთს, არამედ საქართველოსაც. საქმე ისაა, რომ რუსეთის კავკასიიდან გაძევების შემთხვევაში საქართველო მარტო აღმოჩნდებოდა გამძვინვარებული ოსმალეთისა და სპარსეთის წინაშე. ამიტომაც აჯანყებულ მთიელთა წინააღმდეგ რუსებთან ერთად ქართველებიც იბრძოდნენ.1785 წელს რუსებმა ჩეჩნეთის პირობითი საზღვრის გასწრივ ჯარი ჩააყენეს და გადაწყვიტეს სოფელ ალდეზე გამანადგურებელი შეტევა მიეტანათ, რათა საბოლოოდ გაენადგურებინათ იქაური ბელადი. გენერალ პოტიომკინის ბრძანებით ალდეს წინააღმდეგ გაგზავნილ რაზმს სათავეში პოლკოვნიკი დე პიერი ჩაუდგა. რაზმი მოულოდნელად უნდა შეჭრილიყო სოფელში, მანსურის სახლი აეღო და დაეტყვევებინა მისი ყველა ახლობელი, რის შემდეგაც სოფელი ცეცხლისთვის უნდა მიეცათ.მაგრამ ალდელებმა მიახლოებული მტერი შენიშნეს და ტყეში გაიხიზნენ. მათ სხვა მომხრეებიც შეუერთდნენ და აჯანყებული იმამის განკარგულებაში 3 ათასამდე მეომარი მოგროვდა. მანსურის უნარიანი მოქმედების შედეგად რუსების საკმაოდ ძლიერი რაზმი ალყაში მოექცა. სარდალი დე პიერი შეეცადა ბრძოლით გაეკაფა გზა, მაგრამ ბევრი დაჭრილი ჰყავდა და მეტად ნელა მიიწევდა წინ. საბოლოოდ პოლკოვნიკი, რომელმაც მიზანს ვერ მიაღწია, ბრძოლაში მოკლეს, რის გამოც ჯარი პანიკამ მოიცვა. მხოლოდ მცირე რაზმმა შეძლო მდინარე სუნჟამდე მიღწევა. ხოლო მდინარის გადაცურვა კიდევ უფრო ნაკლებმა მოახერხა, რადგან მთიელები განუწყვეტლივ უშენდნენ ცეცხლს.სწორედ იმ ბრძოლაში ჩავარდა ტყვედ პოლკოვნიკ დე პიერის დაჭრილი ადიუტანტი, 20 წლის პეტრე ბაგრატიონი — ქართული სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელი, რომლის სიმამაცემაც გააოგნა ჩეჩნები.რამდენიმე ადგილზე დაჭრილი ბაგრატიონი, თურმე, მანამ იგერიებდა ხმლით მომხდურებს, სანამ გონება არ დაკარგა. ამბობენ, ამ სურათს შეიხი მანსურიც ადევნებდა თვალსო და ყმაწვილი ადიუტანტის შეუდრეკელობით აღფრთოვანებულმა ბრძანა, პატივით მოპყრობოდნენ ტყვედ ჩავარდნილს. როდესაც უთქვამთ, ეგ მამაცი ახალგაზრდა ქართველია, ყიზლარის კომენდატის ვაჟიო, შეიხ მანსურს თანამებრძოლებისთვის უბრძანებია, ჭრილობები გადაეხვიათ მისთვის და მერე რუსებისთვის გადაეცათ.მეორე დილით, ჯერ ისევ რიჟრაჟზე მთიელთა ჩირაღდნებიანმა პროცესიამ, რომელსაც წინ ჭაღარა წვერებიანი და თეთრალმიანი მოხუცი მიუძღოდა, ნაბადში გახვეული დაჭრილი პეტრე ბაგრატიონი მდინარე სუნჟაზე გადაიყვანა და ის დამხვედრი რუსი ოფიცრის ფეხებთან დააწვინეს. რუსებმა მყის იცნეს დაჭრილი და ალდელების ფულით დასაჩუქრება მოინდომეს თურმე. მაგრამ შორს დაიჭირეს მთიელებმა – ვაჟკაცებს არც ვყიდით და არც ვყიდულობთო!კავკასიელ მთიელთა ბრძოლა ამის შემდეგ კიდევ თითქმის რვა წელი გაგრძელდა. შეიხი მანსური 1791 წელს შეიპყრეს და ანაპის ციხეში გამოამწყვდიეს, მერე კი შლისებურგის სატუსაღოში გადაიყვანეს, სადაც ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ამ ფაქტმა, მართალია, უდიდესი გავლენა მოახდინა აჯანყებაზე, მაგრამ ბრძოლები მაინც არ შეწყვეტილა. თუმცა საბოლოოდ მთიელთა აჯანყება მათი მარცხით დასრულდა...
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24009/89/240098965_0:0:1920:1440_1920x0_80_0_0_46728999735c3f4a0edc365e687a441e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
საქართველოს ისტორიიდან , წასაკითხი ამბები, საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
საქართველოს ისტორიიდან , წასაკითხი ამბები, საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთმა მყარად მოიკიდა ფეხი ჩრდილოეთ კავკასიაში, რამაც ოსამალეთი და სპარსეთი დიდად გააღიზიანა. მაგრამ სპარსეთი იმ დროს შინაომებისგან იყო დასუსტებული და წინააღმდეგობის თავი არ ჰქონდა, აი ოსმალეთმა კი 1787 წელს ომი გამოუცხადა რუსეთს.
გარდა ამისა, ოსმალთა ხონთქარმა ჩრდილოკავკასიელები რუსეთის წინააღმდეგ მომართა და აჯანყებისკენ წააქეზა. ჯანყს, რომელმაც მთელი ჩრდილოეთ კავკასია მოიცვა, სათავეში შეიხი მანსური ჩაუდგა.
იმამმა უშეღავათო და სისხლისმღვრელი ბრძოლები გაუმართა რუსებს. 1785-1789 წლებში არაერთხელ დაამარცხა რუსეთის არმია, და პეტერბურგის სამეფო კარი იძულებული გახდა, დამატებითი სამხედრო ნაწილები შეეყვანა ჩრდილოეთ კავკასიაში...
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ალდეში დაბადებულმა ჩეჩენმა მანსურმა თავი წინასწარმეტყველ მუჰამედის რჩეულად გამოაცხადა. თანასოფლელებს სიზმარი უამბო: თეთრ ცხენზე ამხედრებული ორი კაცი გამომეცხადა, მითხრეს, მოგვისმინე და არ შეგეშინდეს! ჩვენ წინასწარმეტყველმა მუჰამედმა წამოგვგზავნა, გვიბრძანა გითხრათ, რომ თქვენი ხალხი ღმერთის გზას ასცდა და ცოდვას შეუდგა, შენ დაგავალა წინასწარმეტყველმა, დაარიგო უგუნურები, რათა ჭეშმარიტ გზას დაუბრუნდნენო.
სიზმარმა, რომელსაც მანსური ყველას უყვებოდა, ალდელებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ამბობენ, ყოველ ჯერზე, როცა ის სიზმრად ნანახ ალაჰის ნებას ატყობინებდა თავის მიმდევრებს, ექსტაზში ვარდებოდა და ეპილეფსიის მაგვარი შეტევა ეწყებოდაო.
მეტად მჭევრმეტყველი იყო მანსური და სულ მალე მისი ქადაგებების მოსასმენად ყაბარდოსა და დაღესტნის შორეული აულებიდანაც იწყეს დენა. ცოტა ხანში უამრავი მომხრე და მიმდევარი გაუჩნდა. დაუზუსტებელი ცნობებით, იმამს 25 ათასი მეომარი უმაგრებდა ზურგს, რომლებიც ოსმალთა ხონთქართან შეთანხმებით მოქმედებდნენ კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ.
აჯანყება, რომელსაც შეიხი მანსური ჩაუდგა სათავეში, სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა არა მარტო რუსეთს, არამედ საქართველოსაც. საქმე ისაა, რომ რუსეთის კავკასიიდან გაძევების შემთხვევაში საქართველო მარტო აღმოჩნდებოდა გამძვინვარებული ოსმალეთისა და სპარსეთის წინაშე. ამიტომაც აჯანყებულ მთიელთა წინააღმდეგ რუსებთან ერთად ქართველებიც იბრძოდნენ.
1785 წელს რუსებმა ჩეჩნეთის პირობითი საზღვრის გასწრივ ჯარი ჩააყენეს და გადაწყვიტეს სოფელ ალდეზე გამანადგურებელი შეტევა მიეტანათ, რათა საბოლოოდ გაენადგურებინათ იქაური ბელადი. გენერალ პოტიომკინის ბრძანებით ალდეს წინააღმდეგ გაგზავნილ რაზმს სათავეში პოლკოვნიკი დე პიერი ჩაუდგა. რაზმი მოულოდნელად უნდა შეჭრილიყო სოფელში, მანსურის სახლი აეღო და დაეტყვევებინა მისი ყველა ახლობელი, რის შემდეგაც სოფელი ცეცხლისთვის უნდა მიეცათ.
მაგრამ ალდელებმა მიახლოებული მტერი შენიშნეს და ტყეში გაიხიზნენ. მათ სხვა მომხრეებიც შეუერთდნენ და აჯანყებული იმამის განკარგულებაში 3 ათასამდე მეომარი მოგროვდა. მანსურის უნარიანი მოქმედების შედეგად რუსების საკმაოდ ძლიერი რაზმი ალყაში მოექცა. სარდალი დე პიერი შეეცადა ბრძოლით გაეკაფა გზა, მაგრამ ბევრი დაჭრილი ჰყავდა და მეტად ნელა მიიწევდა წინ. საბოლოოდ პოლკოვნიკი, რომელმაც მიზანს ვერ მიაღწია, ბრძოლაში მოკლეს, რის გამოც ჯარი პანიკამ მოიცვა. მხოლოდ მცირე რაზმმა შეძლო მდინარე სუნჟამდე მიღწევა. ხოლო მდინარის გადაცურვა კიდევ უფრო ნაკლებმა მოახერხა, რადგან მთიელები განუწყვეტლივ უშენდნენ ცეცხლს.
სწორედ იმ ბრძოლაში ჩავარდა ტყვედ პოლკოვნიკ დე პიერის დაჭრილი ადიუტანტი, 20 წლის პეტრე ბაგრატიონი — ქართული სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელი, რომლის სიმამაცემაც გააოგნა ჩეჩნები.
რამდენიმე ადგილზე დაჭრილი ბაგრატიონი, თურმე, მანამ იგერიებდა ხმლით მომხდურებს, სანამ გონება არ დაკარგა. ამბობენ, ამ სურათს შეიხი მანსურიც ადევნებდა თვალსო და ყმაწვილი ადიუტანტის შეუდრეკელობით აღფრთოვანებულმა ბრძანა, პატივით მოპყრობოდნენ ტყვედ ჩავარდნილს. როდესაც უთქვამთ, ეგ მამაცი ახალგაზრდა ქართველია, ყიზლარის კომენდატის ვაჟიო, შეიხ მანსურს თანამებრძოლებისთვის უბრძანებია, ჭრილობები გადაეხვიათ მისთვის და მერე რუსებისთვის გადაეცათ.
მეორე დილით, ჯერ ისევ რიჟრაჟზე მთიელთა ჩირაღდნებიანმა პროცესიამ, რომელსაც წინ ჭაღარა წვერებიანი და თეთრალმიანი მოხუცი მიუძღოდა, ნაბადში გახვეული დაჭრილი პეტრე ბაგრატიონი მდინარე სუნჟაზე გადაიყვანა და ის დამხვედრი რუსი ოფიცრის ფეხებთან დააწვინეს. რუსებმა მყის იცნეს დაჭრილი და ალდელების ფულით დასაჩუქრება მოინდომეს თურმე. მაგრამ შორს დაიჭირეს მთიელებმა – ვაჟკაცებს არც ვყიდით და არც ვყიდულობთო!
კავკასიელ მთიელთა ბრძოლა ამის შემდეგ კიდევ თითქმის რვა წელი გაგრძელდა. შეიხი მანსური 1791 წელს შეიპყრეს და ანაპის ციხეში გამოამწყვდიეს, მერე კი შლისებურგის სატუსაღოში გადაიყვანეს, სადაც ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ამ ფაქტმა, მართალია, უდიდესი გავლენა მოახდინა აჯანყებაზე, მაგრამ ბრძოლები მაინც არ შეწყვეტილა. თუმცა საბოლოოდ მთიელთა აჯანყება მათი მარცხით დასრულდა...