ედუარდ სააკაშვილი: მამა მიხვდა, რომ აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია  - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2022
გამოწერა
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ვფიქრობ, მამას გაცნობიერებული აქვს, რომ საქართველოში ჩამოსვლა შეცდომა იყო, განაცხადა მიხეილ სააკაშვილის უფროსმა ვაჟმა ედუარდმა მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კლინიკა „ვი­ვა­მე­დში“ მოინახულა.
მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

„მგონი, მას გაცნობიერებული აქვს, რომ მისი აქ ჩამოსვლა იყო შეცდომა და ეს უკვე მისგან არაერთხელ გამიგია... მე მგონი, ამას მიხვდა და დანარჩენს ვნახავთ. მას აღარ უნდა, რომ აქ იყოს, ფიქრობს, რომ არც უნდა ჩამოსულიყო, დღეს მისი პრიორიტეტია, რომ უბრალოდ გადარჩეს და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა“, — განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ახლა მიხეილ სააკაშვილის „სხეულიცა და გონებაც უფრო გადარჩენის რეჟიმშია, ვიდრე პოლიტიკური გეგმების რეჟიმში“.
„ჩემთვის რთული წარმოსადგენია – ამ მდგომარეობაში ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინაში იქნება თუ სად იქნება, არ ვიცით. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და თავადაც არ დარდობს დიდად“, — აღნიშნა ექს-პრეზიდენტის ვაჟმა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. შიმშილობის გამოცხადების ფონზე, მისი მდგომარეობა დამძიმდა. სააკაშვილმა შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა იმ პირობით, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ სამკურნალოდ. რეაბილიტაციის კურსის შემდეგ სააკაშვილი ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს 30 დეკემბერს.
ყველა ახალი ამბავი
0