https://sputnik-georgia.com/20220909/keli-degnani-270291707.html
კელი დეგნანი: აშშ-ში სასწავლო ვიზიტით 50 ქართველი მოსამართლე იმყოფებოდა
კელი დეგნანი: აშშ-ში სასწავლო ვიზიტით 50 ქართველი მოსამართლე იმყოფებოდა
Sputnik საქართველო
„სასამართლო მრჩევლის პროგრამა“ ქართველი და ამერიკელი მოსამართლეების თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. 09.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-09T21:49+0400
2022-09-09T21:49+0400
2022-09-09T22:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24731/53/247315303_0:335:2047:1486_1920x0_80_0_0_3d41b670e4922e5e722aa7af86988c6c.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. „სასამართლო მრჩევლის პროგრამის“ ფარგლებში მიღწეულია ბევრი წარმატება და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ პროგრამა განვაგრძოთ, განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პროგრამის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ.მისი თქმით, პროგრამის იდეა, რომელიც ორი ქვეყნის მოსამართლეების თანამშრომლობისკენ იყო მიმართული, ქართველი მოსამართლეების ინდივიდუალური პოტენციალის გაზრდა იყო. სწორედ ამ მიზნით გაიგზავნა საქართველოდან აშშ-ში სასწავლო ვიზიტით 50 მოსამართლე, რომლებმაც შტატებში მართლმსაჯულების აღსრულებაზე დაკვირვებით დიდი გამოცდილება შეიძინეს.როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, პროგრამის განხორციელებას პანდემიამაც კი ვერ შეუშალა ხელი და მის ფარგლებში საქართველოს უკვე ცხრა ამერიკელი მოსამართლე ეწვია.ელჩის აზრით, აუცილებელია, რომ პროგრამა გაგრძელდეს მოსამართლეების წინადადებების საფუძველზე იმასთან დაკავშირებით, თუ რა კუთხით მიაჩნიათ მათ აშშ-ის მხარდაჭერა ყველაზე სასარგებლოდ.„სასამართლო მრჩევლის პროგრამა“ 2018 წლიდან ხორციელდება და მოსამართლეებს საშუალება აქვთ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დასავლური მართლმსაჯულების პრინციპებს გაეცნონ. პროგრამას სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცველ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო (INL) აფინანსებს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24731/53/247315303_66:281:2038:1760_1920x0_80_0_0_7efb635ddaf658d855437a4b351f1850.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ
ახალი ამბები, საქართველო, აშშ
კელი დეგნანი: აშშ-ში სასწავლო ვიზიტით 50 ქართველი მოსამართლე იმყოფებოდა
21:49 09.09.2022 (განახლებულია: 22:48 09.09.2022) „სასამართლო მრჩევლის პროგრამა“ ქართველი და ამერიკელი მოსამართლეების თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. „სასამართლო მრჩევლის პროგრამის“ ფარგლებში მიღწეულია ბევრი წარმატება და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ პროგრამა განვაგრძოთ, განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პროგრამის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ.
მისი თქმით, პროგრამის იდეა, რომელიც ორი ქვეყნის მოსამართლეების თანამშრომლობისკენ იყო მიმართული, ქართველი მოსამართლეების ინდივიდუალური პოტენციალის გაზრდა იყო. სწორედ ამ მიზნით გაიგზავნა საქართველოდან აშშ-ში სასწავლო ვიზიტით 50 მოსამართლე, რომლებმაც შტატებში მართლმსაჯულების აღსრულებაზე დაკვირვებით დიდი გამოცდილება შეიძინეს.
„ჩვენ გვყავდა 50 ქართველი მოსამართლე, რომლებსაც ჰქონდათ აშშ-ში სასწავლო ვიზიტით წასვლის შესაძლებლობა, რათა შეხვედროდნენ ამერიკელ მოსამართლეებს, დასწრებოდნენ სასამართლო პროცესებს, ენახათ ნაფიც მსაჯულთა ჟიურის შერჩევის პროცესი და მრავალი სხვა გამოცდილება მიეღოთ“, – განაცხადა ელჩმა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, პროგრამის განხორციელებას პანდემიამაც კი ვერ შეუშალა ხელი და მის ფარგლებში საქართველოს უკვე ცხრა ამერიკელი მოსამართლე ეწვია.
„ეს იყო საკმაოდ დიდი მიღწევა, რომ ეხილათ, თუ როგორ მართავენ მოსამართლეები სასამართლო სხდომებს საქართველოში. ჩვენ გვყავს ათასობით მოსამართლე და პრაქტიკოსი იურისტი, რომლებმაც გაიარეს მომზადება სხვადასხა ტრენინგის ფარგლებში, რომლებიც ჩატარდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობით. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – განაცხადა დეგნანმა.
ელჩის აზრით, აუცილებელია, რომ პროგრამა გაგრძელდეს მოსამართლეების წინადადებების საფუძველზე იმასთან დაკავშირებით, თუ რა კუთხით მიაჩნიათ მათ აშშ-ის მხარდაჭერა ყველაზე სასარგებლოდ.
„სასამართლო მრჩევლის პროგრამა“ 2018 წლიდან ხორციელდება და მოსამართლეებს საშუალება აქვთ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დასავლური მართლმსაჯულების პრინციპებს გაეცნონ. პროგრამას სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცველ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო (INL) აფინანსებს.