https://sputnik-georgia.com/20220909/irakli-kobaxize-270288663.html
კობახიძე: საქართველო არანაირი სანქციის შიშით არ ჩაერთვება ომში
კობახიძე: საქართველო არანაირი სანქციის შიშით არ ჩაერთვება ომში
Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე უკრაინის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს საქართველოს დაშანტაჟებაში ადანაშაულებს. 09.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-09T20:45+0400
2022-09-09T20:45+0400
2022-09-09T22:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0b/250585030_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_3b95981da58bff35d02f48e55b116800.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ საქართველო არავითარი სანქციის შიშით არ ჩაერთვება უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე კონფლიქტში.უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ სანქციების 15-კაციან სიაში საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის წევრები და უახლოესი გარემოცვა შეიყვანა. მიზეზი, რომლის გამოც უკრაინის ხელისუფლება სანქციების დაწესებას ითხოვს – რუსეთის მხარდაჭერაა.„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე დღის წინაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება სანქციების გზით საქართველოს აშანტაჟებს.მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ითხოვენ საქართველოს ომში ჩართვას, თუმცა მიუხედავად შანტაჟისა, მთავრობა ქვეყანას იმ საფრთხის წინაშე არ დააყენებს, რომლის გამოსწორებასაც შესაძლოა საუკუნეები დასჭირდეს.საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად ადანაშაულებს ოპოზიციას ქვეყნის ომში ჩათრევის სურვილში. ამასობაში საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0b/250585030_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_3f4631e68c9d253ec3675a076b89515e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ქართული ოცნება
კობახიძე: საქართველო არანაირი სანქციის შიშით არ ჩაერთვება ომში
20:45 09.09.2022 (განახლებულია: 22:39 09.09.2022) ირაკლი კობახიძე უკრაინის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს საქართველოს დაშანტაჟებაში ადანაშაულებს.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ საქართველო არავითარი სანქციის შიშით არ ჩაერთვება უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე კონფლიქტში.
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ სანქციების 15-კაციან სიაში საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის წევრები და უახლოესი გარემოცვა შეიყვანა. მიზეზი, რომლის გამოც უკრაინის ხელისუფლება სანქციების დაწესებას ითხოვს – რუსეთის მხარდაჭერაა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე დღის წინაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება სანქციების გზით საქართველოს აშანტაჟებს.
„როგორი შანტაჟიც უნდა განხორციელდეს, საქართველო ომში არ ჩაერთვება. ეს პრაქტიკულად თქვა თავისი წერილით ბიძინა ივანიშვილმა. მით უმეტეს, ამ კაცს ბევრად მეტი აქვს დასაკარგი. საუბარია მილიარდზე მეტი დოლარის გაჩერებაზე. მას ამასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქვს დაფიქსირებული, რომ არავითარ შემთხვევაში, ათი მილიარდიც რომ დადგეს პრობლემის ქვეშ, არ ჩართავს ქვეყანას ომში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ითხოვენ საქართველოს ომში ჩართვას, თუმცა მიუხედავად შანტაჟისა, მთავრობა ქვეყანას იმ საფრთხის წინაშე არ დააყენებს, რომლის გამოსწორებასაც შესაძლოა საუკუნეები დასჭირდეს.
„ვერც არახამიას და ვერც პოდოლიაკის შანტაჟი ვერ გადაგვადგმევინებს ჩვენ ასეთ ნაბიჯს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ წავიდეთ არა რაღაც მოკლევადიან პერსპექტივაში, არამედ ისეთი პრობლემა შევუქმნათ საქართველოს, რომელიც შეიძლება საუკუნეების მანძილზე გაჰყვეს მას“, – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად ადანაშაულებს ოპოზიციას ქვეყნის ომში ჩათრევის სურვილში. ამასობაში საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა.