GWP მთაწმინდის მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2022
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება 9 სექტემბრის 21:00 საათიდან 10 სექტემბრის 14:00 საათამდე შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, კომპანია მთაწმინდის რაიონში, ნიკოლაძის ქ. N24-თან ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს, აღნიშნულთან დაკავშირებით კი აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
მთაწმინდის რაიონში წყლის მიწოდება შეეზღუდება კონკრეტულ ქუჩებს:
მთაწმინდის რაიონში – ნიკოლაძის, ჭიაურელის, ანჯაფარიძის, ანანურის, შიო მღვიმელის, შარაშიძის, კოტე მახარაძის, ქუჩიშვილის, მელიქიშვილის, კოსტავას, ღამბაშიძის, იყალთოს (შესახვევებით, ჩიხებით), ტუსკიას ქუჩებს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილს და ვარაზისხევს.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0