https://sputnik-georgia.com/20220909/evropa-rusuli-gazi-270292285.html
მოსაზრება: ევროპელებს მიაჩნიათ, რომ პუტინმა მათ აჯობა
მოსაზრება: ევროპელებს მიაჩნიათ, რომ პუტინმა მათ აჯობა
Sputnik საქართველო
ვიქტორია ნიკიფოროვა 09.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-09T20:24+0400
2022-09-09T20:24+0400
2022-09-09T22:23+0400
ანალიტიკა
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/11/267583772_0:0:3363:1893_1920x0_80_0_0_cc6e9abd2696abcc60cba939d1599aa6.jpg
ვიქტორია ნიკიფოროვასიცივეების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტი ევროპელი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გააგრძელოს ცხოვრება. ბებერი კონტინენტის ქალაქებში გახშირდა მიტინგები, გაფიცვები, საპროტესტო აქციები.ევროპული მასმედია ბოლო დრომდე ცდილობდა ამ თემაზე ბევრი არ ელაპარაკა. თუმცა ახლა იძულებული არიან აღიარონ: ელექტორატის პროტესტი მძაფრდება. გერმანიის მემარცხენე პარტიის ლიდერი, აღმოსავლეთ ბერლინელი მარტინ შირდევანი მთავრობას „ცხელ საპროტესტო შემოდგომას“ დაჰპირდა.პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველას აერთიანებს არაპროგნოზირებადი ზამთრის შიში. გაუგებარია, როგორ გადაიხდიან გადასახადებს, რით შეიძენენ პროდუქტებს და წამლებს, როგორ გაუმკლავდებიან რეკორდულ ინფლაციას, თუ ხელფასები არ გაიზრდება.ვერსია, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკოსები დაჟინებით ავრცელებდნენ, რომ ყველაფერში პუტინია დამნაშავე, აღარ მუშაობს.ევროპელები ხედავენ, რომ მათ ჯიბეს ურტყამს ანტირუსული სანქციები. დღევანდელი სიტუაცია ჩამოჰგავს იმას, თუ როგორ აკოტრებდა თავის დროზე აშშ იაპონიას. ომის შემდეგ ამერიკელები შეგნებულად ეხმარებოდნენ მის ეკონომიკას, რათა ამომავალი მზის ქვეყნისგან კაპიტალიზმის ვიტრინა შეექმნათ და არ მიეშვათ ხელისუფლებაში იმ დროს საკმაოდ ძლიერი კომუნისტები.მაგრამ 80-იანების დასაწყისში შტატებში მიხვდნენ, რომ მძლავრი კონკურენტი გამოზარდეს. მაშინ კი გააჩაღეს იაპონიის წინააღმდეგ სრულფასოვანი სავაჭრო ომი, აიძულეს ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე Plaza. შედეგად, 1985 წლიდან იენის დევალვაცია მოხდა, იაპონიის ეკონომიკა უფსკრულში გადაეშვა, საიდანაც დღემდე გაჭირვებით ამოდის.ანტირუსული სანქციები, რომლებიც ვაშინგტონმა ევროპას მოახვია თავს, ისეთივე სავაჭრო ომია. ამჟამად აშშ-ში გაზი ათჯერ ნაკლები ღირს, ვიდრე ევროპაში. ეს აშშ-ის სამრეწველო წარმოებას უდიდეს უპირატესობას აძლევს. ევროპული საქონელი ახლა უბრალოდ განწირულია, ეს კი არის განაჩენი მათი ქარხნებისთვის, მრეწველობისთვის...ანტირუსულ სანქციებს მხარს არ უჭერს ავსტრალიის მოსახლეობის ორმოცი პროცენტი, იტალიელების 51 პროცენტი, გერმანელების 80%-ს კი მიაჩნია, რომ ქვეყნის მთავრობამ იარაღით კი არ უნდა მოამარაგოს უკრაინა, არამედ მიაღწიოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.დასავლელ პარტნიორებს რომ მოუსმინო, მთელ მსოფლიოს კრემლი მართავს. შტატებში ნიშნავს პრეზიდენტებს, ევროპაში ადგენს ბენზინის, ელექტროენერგიისა და პროვიზიის ფასებს. ახლა კი მოქალაქეები საპროტესტო აქციებზე გაჰყავს.მაგრამ სიმართლე ისაა, რომ პარტნიორები ყველაფერს თავად ასწრებენ. ახლა მათ თვალწინ აშშ ანგრევს ძველ სამყაროს იმ იმედით, რომ კიდევ ცოტა ხანს დარჩება მთის მწვერვალზე.აქვე ჩნდება მეორე რთული კითხვა - შეცვლის თუ არა ევროპულ პოლიტიკას ქუჩის საპროტესტო აქციები?არსებობს პოპულარული თვალსაზრისი, რომლის თანახმად, მთელი ეს ბუნტი უსარგებლოა. პოლიციამ თავისი საქმე იცის: ცრემლსადენი გაზი, უზარმაზარი ჯარიმები და რეალური სასჯელი საპატიმროში.სრული კონტროლი დისიდენტებზე ხელისუფლებას საშუალებას აძლევს უდირიჟოროს საპროტესტო აქტივობას. ხალხს ჯერ საშუალებას აძლევენ, რომ ბრაზისგან დაიცალონ, შემდეგ კი აქტივისტებს დასდევენ, აუვნებლებენ პოტენციურ ლიდერებს.ბოლო 75 წლის განმავლობაში ძველი ევროპა არასდროს მდგარა ასეთი საშინელი ზამთრის ზღურბლზე. ევროპაში არიან ძლიერი პოლიტიკოსებიც, რომელთათვისაც ხალხის აზრი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ვაშინგტონის მითითებები.მათი დამოკიდებულება სანქციების მიმართ ცუდზე ცუდია. „არაფერია ამოკვეთილი ქვაში“ - მსჯელობს ზემო ავსტრიის მიწების გუბერნატორი ტომას შტელცერი. ავსტრიის მიდგომა სანქციებისადმი უნდა შეიცვალოს, თუ ისინი „ჩვენს ცხოვრებას უზარმაზარ ზარალს მიაყენებს“, ფიქრობს პოლიტიკოსი.ბევრი რამ დამოკიდებულია იტალიაში არჩევნების შედეგებზეც. იქ ხალხი პრორუსულ პარტიებს ემხრობა. არის არასახუმარო შანსი, რომ სექტემბრის ბოლოს ისინი გაიმარჯვებენ და იტალიის პარლამენტში შეიქმნება კოალიცია კრემლის მეგობრებისგან. ჯორჯ მელონიმ 2018 წელს მხარი დაუჭირა პუტინის ხელახლა არჩევას პრეზიდენტის პოსტზე, მატეო სალვინიმ ფოტო გადაიღო წითელ მოედანზე პუტინის პორტრეტით მაისურზე, სილვიო ბერლუსკონის კი წარდგენა არ სჭირდება.მაგრამ მთავარია, რომ ევროპელები იღვიძებენ და აცნობიერებენ, რომ ვაშინგტონი მათი დამცველი და მფარველი არ არის, არამედ უპრინციპო და სასტიკი მტერია. ის არ დაიხევს უკან არაფრის წინაშე, რათა ძარცვოს და ხოცოს, მისი პოლიტიკა კი მეტად ჩამოჰგავს თავად ევროპის წარსულს, რომელიც მან თითქოს წარმატებით გადალახა.ილუზიებისგან დაცლა და აღიარება იმისა, რომ ამერიკელი პარტნიორი მტერია - რთული და ხანგრძლივი პროცესია. თუმცა არსებობს შეგრძნება, რომ ეს პროცესი დაიწყო და საბოლოოდ ამას ყველა ევროპელი გაიაზრებს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/11/267583772_632:0:3363:2048_1920x0_80_0_0_4e96d3b4859077bdd09b70ccf07b8909.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ანალიტიკა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
სიცივეების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტი ევროპელი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გააგრძელოს ცხოვრება. ბებერი კონტინენტის ქალაქებში გახშირდა მიტინგები, გაფიცვები, საპროტესტო აქციები.
ევროპული მასმედია ბოლო დრომდე ცდილობდა ამ თემაზე ბევრი არ ელაპარაკა. თუმცა ახლა იძულებული არიან აღიარონ: ელექტორატის პროტესტი მძაფრდება. გერმანიის მემარცხენე პარტიის ლიდერი, აღმოსავლეთ ბერლინელი მარტინ შირდევანი მთავრობას „ცხელ საპროტესტო შემოდგომას“ დაჰპირდა.
პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველას აერთიანებს არაპროგნოზირებადი ზამთრის შიში. გაუგებარია, როგორ გადაიხდიან გადასახადებს, რით შეიძენენ პროდუქტებს და წამლებს, როგორ გაუმკლავდებიან რეკორდულ ინფლაციას, თუ ხელფასები არ გაიზრდება.
ვერსია, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკოსები დაჟინებით ავრცელებდნენ, რომ ყველაფერში პუტინია დამნაშავე, აღარ მუშაობს.
ევროპელები ხედავენ, რომ მათ ჯიბეს ურტყამს ანტირუსული სანქციები. დღევანდელი სიტუაცია ჩამოჰგავს იმას, თუ როგორ აკოტრებდა თავის დროზე აშშ იაპონიას. ომის შემდეგ ამერიკელები შეგნებულად ეხმარებოდნენ მის ეკონომიკას, რათა ამომავალი მზის ქვეყნისგან კაპიტალიზმის ვიტრინა შეექმნათ და არ მიეშვათ ხელისუფლებაში იმ დროს საკმაოდ ძლიერი კომუნისტები.
მაგრამ 80-იანების დასაწყისში შტატებში მიხვდნენ, რომ მძლავრი კონკურენტი გამოზარდეს. მაშინ კი გააჩაღეს იაპონიის წინააღმდეგ სრულფასოვანი სავაჭრო ომი, აიძულეს ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე Plaza. შედეგად, 1985 წლიდან იენის დევალვაცია მოხდა, იაპონიის ეკონომიკა უფსკრულში გადაეშვა, საიდანაც დღემდე გაჭირვებით ამოდის.
ანტირუსული სანქციები, რომლებიც ვაშინგტონმა ევროპას მოახვია თავს, ისეთივე სავაჭრო ომია. ამჟამად აშშ-ში გაზი ათჯერ ნაკლები ღირს, ვიდრე ევროპაში. ეს აშშ-ის სამრეწველო წარმოებას უდიდეს უპირატესობას აძლევს. ევროპული საქონელი ახლა უბრალოდ განწირულია, ეს კი არის განაჩენი მათი ქარხნებისთვის, მრეწველობისთვის...
ანტირუსულ სანქციებს მხარს არ უჭერს ავსტრალიის მოსახლეობის ორმოცი პროცენტი, იტალიელების 51 პროცენტი, გერმანელების 80%-ს კი მიაჩნია, რომ ქვეყნის მთავრობამ იარაღით კი არ უნდა მოამარაგოს უკრაინა, არამედ მიაღწიოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.
დასავლელ პარტნიორებს რომ მოუსმინო, მთელ მსოფლიოს კრემლი მართავს. შტატებში ნიშნავს პრეზიდენტებს, ევროპაში ადგენს ბენზინის, ელექტროენერგიისა და პროვიზიის ფასებს. ახლა კი მოქალაქეები საპროტესტო აქციებზე გაჰყავს.
მაგრამ სიმართლე ისაა, რომ პარტნიორები ყველაფერს თავად ასწრებენ. ახლა მათ თვალწინ აშშ ანგრევს ძველ სამყაროს იმ იმედით, რომ კიდევ ცოტა ხანს დარჩება მთის მწვერვალზე.
აქვე ჩნდება მეორე რთული კითხვა - შეცვლის თუ არა ევროპულ პოლიტიკას ქუჩის საპროტესტო აქციები?
არსებობს პოპულარული თვალსაზრისი, რომლის თანახმად, მთელი ეს ბუნტი უსარგებლოა. პოლიციამ თავისი საქმე იცის: ცრემლსადენი გაზი, უზარმაზარი ჯარიმები და რეალური სასჯელი საპატიმროში.
სრული კონტროლი დისიდენტებზე ხელისუფლებას საშუალებას აძლევს უდირიჟოროს საპროტესტო აქტივობას. ხალხს ჯერ საშუალებას აძლევენ, რომ ბრაზისგან დაიცალონ, შემდეგ კი აქტივისტებს დასდევენ, აუვნებლებენ პოტენციურ ლიდერებს.
ბოლო 75 წლის განმავლობაში ძველი ევროპა არასდროს მდგარა ასეთი საშინელი ზამთრის ზღურბლზე. ევროპაში არიან ძლიერი პოლიტიკოსებიც, რომელთათვისაც ხალხის აზრი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ვაშინგტონის მითითებები.
მათი დამოკიდებულება სანქციების მიმართ ცუდზე ცუდია. „არაფერია ამოკვეთილი ქვაში“ - მსჯელობს ზემო ავსტრიის მიწების გუბერნატორი ტომას შტელცერი. ავსტრიის მიდგომა სანქციებისადმი უნდა შეიცვალოს, თუ ისინი „ჩვენს ცხოვრებას უზარმაზარ ზარალს მიაყენებს“, ფიქრობს პოლიტიკოსი.
ბევრი რამ დამოკიდებულია იტალიაში არჩევნების შედეგებზეც. იქ ხალხი პრორუსულ პარტიებს ემხრობა. არის არასახუმარო შანსი, რომ სექტემბრის ბოლოს ისინი გაიმარჯვებენ და იტალიის პარლამენტში შეიქმნება კოალიცია კრემლის მეგობრებისგან. ჯორჯ მელონიმ 2018 წელს მხარი დაუჭირა პუტინის ხელახლა არჩევას პრეზიდენტის პოსტზე, მატეო სალვინიმ ფოტო გადაიღო წითელ მოედანზე პუტინის პორტრეტით მაისურზე, სილვიო ბერლუსკონის კი წარდგენა არ სჭირდება.
მაგრამ მთავარია, რომ ევროპელები იღვიძებენ და აცნობიერებენ, რომ ვაშინგტონი მათი დამცველი და მფარველი არ არის, არამედ უპრინციპო და სასტიკი მტერია. ის არ დაიხევს უკან არაფრის წინაშე, რათა ძარცვოს და ხოცოს, მისი პოლიტიკა კი მეტად ჩამოჰგავს თავად ევროპის წარსულს, რომელიც მან თითქოს წარმატებით გადალახა.
ილუზიებისგან დაცლა და აღიარება იმისა, რომ ამერიკელი პარტნიორი მტერია - რთული და ხანგრძლივი პროცესია. თუმცა არსებობს შეგრძნება, რომ ეს პროცესი დაიწყო და საბოლოოდ ამას ყველა ევროპელი გაიაზრებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე