https://sputnik-georgia.com/20220909/dris-astroprognozi-9-seqtemberi-270199886.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 სექტემბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 სექტემბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 09.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-09T00:15+0400
2022-09-09T00:15+0400
2022-09-09T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23798/18/237981815_0:677:10010:6308_1920x0_80_0_0_49cdb8a14cbd8d3922bc541fa653cb93.jpg
დღეს 2022 წლის 9 სექტემბერია, პარასკევი. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.არცთუ ხელსაყრელი დღეა. ემოციური ფონი დაძაბული იქნება. საქმიან აქტიურობაზე უაყოფითად აისახება აპათია, გაღიზიანება, შენელებული რეაქცია. უკუნაჩვენებია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ოცნებების „ღრუბლებში“ ჩაძირვა. ამას შეიძლება გაუგებრობები და პრობლემები მოჰყვეს. იყავით ყურადღებით და შეძლებისდაგვარად აარიდეთ თავი შეცდომების დაშვებას.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 სექტემბერი>>ვერძი:დღეს რამის დაკარგვის რისკი არსებობს. ეს შეიძლება სულ უბრალო ნივთს ეხებოდეს, მაგრამ ასევე უფრო სერიოზულ რამესაც, მაგალითად, ხელიდან გაშვებულ სარგებელს ან რეპუტაციას. უსიამოვნებებს რომ თავი აარიდოთ, საჭიროა მთელი ყურადღება მოიკრიბოთ მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ხართ ამისთვის განწყობილი.კურო: დღეს ნებისმიერი სიურპრიზია მოსალოდნელი. ვითარება არაპროგნოზირებადი იქნება. ადამიანები, რომლებსაც შეხვდებით, სიტუაცია, რომელსაც შეეჯახებით – ამ ყველაფერს არაფერი ექნება საერთო იმასთან, რასაც გეგმავდით. და მიუხედავად იმისა, რომ ეს სიურპრიზები შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც, ეს დღე თქვენს ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს.ტყუპი: დღეს შეიძლება წააწყდეთ გარშემომყოფების ზედაპირულობისა და უზრუნველობის პრობლემას. ადამიანები ძალზე მსუბუქად უყურებენ სერიოზულ საკითხებს და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებენ. ვითარების შეცვლას ან ვინმეს გადარწმუნებას, სავარაუდოდ, ვერშეძლებთ. რაც შეგიძლიათ, ესაა გააკონტროლოთ ის, რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი. და რა თქმა უნდა, მოთმინებით აღიჭურვოთ.კირჩხიბი: მთელი დღე გექნებათ შეგრძნება, რომ სულ სადღაც გაგვიანდებათ, რომ ვერაფერს ასწრებთ. ეს შეიძლება ეხებოდეს ჩვეულებრივ ან საქმიან შეხვედრას, სასიყვარულო პაემანზე დაგვიანებას, სახლში საქმეებს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ აი, სულ ცოტაც, და ყველაფერს მორჩებით, მაგრამ ეს მხოლოდ თავის მოტყუება იქნება – დღეს, როგორც ჩანს, ბოლო არაფერს არ უჩანს...ლომი: ხომ გსმენიათ, ჭეშმარიტება კამათში იბადებაო. ჰოდა, გაითვალისწინეთ, რომ დღეს კამათში ყველაფერი შეიძლება დაიბადოს, მაგრამ არა – ჭეშმარიტება. გაითვალისწინეთ – გარშემომყოფები თქვენს პროვოცირებას შეეცდებიან, რომ რამე დისპუტში ჩაებათ, მაგრამ ნამდილად არ ღირს ამის გაკეთება – თუ სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებარა, მერე დიდი დრო, ნერვები და ძალა დაგჭირდებათ ამის გამოსასწორებლად.ქალწული: დღეს მეტი ყურადღება და სისწრაფე გჭირდებათ – არის შანსი, რომ ირგვლივ მყოფებიდან ვინმემ ინიციატივა ჩამოგართვათ. შემდეგ კი მოვლენების განვითარება თქვენზეა დამოკიდებული: თუ მშვიდად შეეგუებით დათმობას, არაა გამორიცხული, რომ მომავალში ინანოთ. სჯობს, არ მოდუნდეთ და არ დათმოთ მოპოვებული პოზიციები. მზად იყავით, რომ კონკურენტებს „მაგრად“ დაუდგეთ.სასწორი: შრომის განწყობა არა გაქვთ. შეიძლება იგრძნოთ, რომ ძალ–ღონე გამოგეცალათ, სასწრაფო საქმეებსაც კი უღიმღამოდ გააკეთებთ. თქვენი დევიზი გახდება: „არ გადადო ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც ზეგაც შეიძლება“. თუ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ მოდუნდეთ, მაშინ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა – დღეს მაინც არაპროდუქტიული იქნებით, დასვენება კი ნამდვილად წაგადგებათ.მორიელი: ადვილი არ იქნება ცხოვრების ნორმალურ რიტმზე აყოლა, მაგრამ თუ ამას შეძლებთ, დღე ძალზე პროდუქტიულად ჩაივლის. საჭირო განწყობაზე რომ დადგეთ, იქნებ სცადოთ დილით კონტრასტული შხაპის მიღება, ცოტა ხნით მაინც მაჟორული, გამამხნევებელი მუსიკის მოსმენა. ეს აპათიის დაძლევაში დაგეხმარებათ და დღის სწორ ტემპს მოგცემთ. იქნებით ენერგიული, მიზანსწრაფული და პოზიტიური.მშვილდოსანი: დღეს საქმეებში იხელმძღვანელებთ დევიზით – სამუშაო არსად გაიქცევა. ბოლომდე გააჭიანურებთ, სანამ მოქმედებას შეუდგებით, და როდესაც ბოლოს და ბოლოს, საკითხის რეალიზაციას დაიწყებთ, იმაზე მეტი დრო და ძალა დაგჭირდებათ, ვიდრე მას სხვა დროს მოანდომებდით. ალბათ, ამ საქმეს გადადებთ – ეს სწორიც იქნება, რადგან სხვა დღეს ამ ამოცანას უფრო იოლად გაართმევთ თავს.თხის რქა: დიდი ალბათობით, საკუთარი თამაშის წამოწყება მოგიწევთ. ვითარებამ, შესაძლოა, პირველ რიგში საკუთარი ინტერესების დაცვა მოგთხოვოთ. სხვების ინტერესები, ბუნებრივია, ავტომატურად მეორე პლანზე გადავა. რადგან ასეა, სჯობს, ეს დღე შეიძლება მეტი სარგებლის მისაღებად გამოიყენოთ. მთავარია, თქვენი თამაში დელიკატური და დახვეწილი იყოს, რომ ჭორებისა და ინტრიგების დონეზე არ დავიდეს.მერწყული: ფიქრი იმაზე, რომ ბედნიერება ფულში არ არის, არამედ მის რაოდენობაშია, მოსვენებას დაგიკარგავთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გრანდიოზული გეგმების განხორციელებაში არ უნდა იჩქაროთ – ჯერ იდეებს „დაღვინება“ აცადეთ. როგორც ჩანს, თქვენი სურვილი, რომ მილიონერთა (თუ მილიარდერთა არა) სიაში ჩაეწეროთ, ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება და ძალიან შორსაა რეალობისგან.თევზები: დღეს საუკეთესო რეჟიმი თქვენთვის საგანგებო და კრიტიკული ვითარება იქნება. თუ ეს რეჟიმი სამსახურში ან სახლში დადგა, შეძლებთ ყველა ფარული ნიჭის გამოვლენას და უზარმაზარი მოცულობის სამუშაოსთან შესანიშნავად გამკლავებას. თუ სიტუაცია თქვენგან შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობას არ მოითხოვს, მაშინ დღე აბსოლუტურად მშვიდად ჩაივლის – ასეთი უცნაური დღე გელოდებათ.
https://sputnik-georgia.com/20180206/saxaliso-horoskopi-kargi-ganwyobisTvis-239182060.html
https://sputnik-georgia.com/20180313/egvipturi-horoskopi-239637128.html
https://sputnik-georgia.com/20220420/profesia-coli-reitingi-zodiaqos-mixedvit-266111737.html
https://sputnik-georgia.com/20200213/zodiaqos-romel-niSnebs-umarTlebs-mowifulobisas-247692712.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23798/18/237981815_349:0:9662:6985_1920x0_80_0_0_1f53d7aaeb2df5c804406e5641a7c6db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღეს 2022 წლის 9 სექტემბერია, პარასკევი. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
არცთუ ხელსაყრელი დღეა. ემოციური ფონი დაძაბული იქნება. საქმიან აქტიურობაზე უაყოფითად აისახება აპათია, გაღიზიანება, შენელებული რეაქცია. უკუნაჩვენებია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ოცნებების „ღრუბლებში“ ჩაძირვა. ამას შეიძლება გაუგებრობები და პრობლემები მოჰყვეს. იყავით ყურადღებით და შეძლებისდაგვარად აარიდეთ თავი შეცდომების დაშვებას.
ვერძი:დღეს რამის დაკარგვის რისკი არსებობს. ეს შეიძლება სულ უბრალო ნივთს ეხებოდეს, მაგრამ ასევე უფრო სერიოზულ რამესაც, მაგალითად, ხელიდან გაშვებულ სარგებელს ან რეპუტაციას. უსიამოვნებებს რომ თავი აარიდოთ, საჭიროა მთელი ყურადღება მოიკრიბოთ მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ხართ ამისთვის განწყობილი.
კურო: დღეს ნებისმიერი სიურპრიზია მოსალოდნელი. ვითარება არაპროგნოზირებადი იქნება. ადამიანები, რომლებსაც შეხვდებით, სიტუაცია, რომელსაც შეეჯახებით – ამ ყველაფერს არაფერი ექნება საერთო იმასთან, რასაც გეგმავდით. და მიუხედავად იმისა, რომ ეს სიურპრიზები შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც, ეს დღე თქვენს ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს.
ტყუპი: დღეს შეიძლება წააწყდეთ გარშემომყოფების ზედაპირულობისა და უზრუნველობის პრობლემას. ადამიანები ძალზე მსუბუქად უყურებენ სერიოზულ საკითხებს და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებენ. ვითარების შეცვლას ან ვინმეს გადარწმუნებას, სავარაუდოდ, ვერშეძლებთ. რაც შეგიძლიათ, ესაა გააკონტროლოთ ის, რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი. და რა თქმა უნდა, მოთმინებით აღიჭურვოთ.
კირჩხიბი: მთელი დღე გექნებათ შეგრძნება, რომ სულ სადღაც გაგვიანდებათ, რომ ვერაფერს ასწრებთ. ეს შეიძლება ეხებოდეს ჩვეულებრივ ან საქმიან შეხვედრას, სასიყვარულო პაემანზე დაგვიანებას, სახლში საქმეებს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ აი, სულ ცოტაც, და ყველაფერს მორჩებით, მაგრამ ეს მხოლოდ თავის მოტყუება იქნება – დღეს, როგორც ჩანს, ბოლო არაფერს არ უჩანს...
ლომი: ხომ გსმენიათ, ჭეშმარიტება კამათში იბადებაო. ჰოდა, გაითვალისწინეთ, რომ დღეს კამათში ყველაფერი შეიძლება დაიბადოს, მაგრამ არა – ჭეშმარიტება. გაითვალისწინეთ – გარშემომყოფები თქვენს პროვოცირებას შეეცდებიან, რომ რამე დისპუტში ჩაებათ, მაგრამ ნამდილად არ ღირს ამის გაკეთება – თუ სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებარა, მერე დიდი დრო, ნერვები და ძალა დაგჭირდებათ ამის გამოსასწორებლად.
ქალწული: დღეს მეტი ყურადღება და სისწრაფე გჭირდებათ – არის შანსი, რომ ირგვლივ მყოფებიდან ვინმემ ინიციატივა ჩამოგართვათ. შემდეგ კი მოვლენების განვითარება თქვენზეა დამოკიდებული: თუ მშვიდად შეეგუებით დათმობას, არაა გამორიცხული, რომ მომავალში ინანოთ. სჯობს, არ მოდუნდეთ და არ დათმოთ მოპოვებული პოზიციები. მზად იყავით, რომ კონკურენტებს „მაგრად“ დაუდგეთ.
სასწორი: შრომის განწყობა არა გაქვთ. შეიძლება იგრძნოთ, რომ ძალ–ღონე გამოგეცალათ, სასწრაფო საქმეებსაც კი უღიმღამოდ გააკეთებთ. თქვენი დევიზი გახდება: „არ გადადო ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც ზეგაც შეიძლება“. თუ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ მოდუნდეთ, მაშინ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა – დღეს მაინც არაპროდუქტიული იქნებით, დასვენება კი ნამდვილად წაგადგებათ.
მორიელი: ადვილი არ იქნება ცხოვრების ნორმალურ რიტმზე აყოლა, მაგრამ თუ ამას შეძლებთ, დღე ძალზე პროდუქტიულად ჩაივლის. საჭირო განწყობაზე რომ დადგეთ, იქნებ სცადოთ დილით კონტრასტული შხაპის მიღება, ცოტა ხნით მაინც მაჟორული, გამამხნევებელი მუსიკის მოსმენა. ეს აპათიის დაძლევაში დაგეხმარებათ და დღის სწორ ტემპს მოგცემთ. იქნებით ენერგიული, მიზანსწრაფული და პოზიტიური.
მშვილდოსანი: დღეს საქმეებში იხელმძღვანელებთ დევიზით – სამუშაო არსად გაიქცევა. ბოლომდე გააჭიანურებთ, სანამ მოქმედებას შეუდგებით, და როდესაც ბოლოს და ბოლოს, საკითხის რეალიზაციას დაიწყებთ, იმაზე მეტი დრო და ძალა დაგჭირდებათ, ვიდრე მას სხვა დროს მოანდომებდით. ალბათ, ამ საქმეს გადადებთ – ეს სწორიც იქნება, რადგან სხვა დღეს ამ ამოცანას უფრო იოლად გაართმევთ თავს.
თხის რქა: დიდი ალბათობით, საკუთარი თამაშის წამოწყება მოგიწევთ. ვითარებამ, შესაძლოა, პირველ რიგში საკუთარი ინტერესების დაცვა მოგთხოვოთ. სხვების ინტერესები, ბუნებრივია, ავტომატურად მეორე პლანზე გადავა. რადგან ასეა, სჯობს, ეს დღე შეიძლება მეტი სარგებლის მისაღებად გამოიყენოთ. მთავარია, თქვენი თამაში დელიკატური და დახვეწილი იყოს, რომ ჭორებისა და ინტრიგების დონეზე არ დავიდეს.
მერწყული: ფიქრი იმაზე, რომ ბედნიერება ფულში არ არის, არამედ მის რაოდენობაშია, მოსვენებას დაგიკარგავთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გრანდიოზული გეგმების განხორციელებაში არ უნდა იჩქაროთ – ჯერ იდეებს „დაღვინება“ აცადეთ. როგორც ჩანს, თქვენი სურვილი, რომ მილიონერთა (თუ მილიარდერთა არა) სიაში ჩაეწეროთ, ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება და ძალიან შორსაა რეალობისგან.
თევზები: დღეს საუკეთესო რეჟიმი თქვენთვის საგანგებო და კრიტიკული ვითარება იქნება. თუ ეს რეჟიმი სამსახურში ან სახლში დადგა, შეძლებთ ყველა ფარული ნიჭის გამოვლენას და უზარმაზარი მოცულობის სამუშაოსთან შესანიშნავად გამკლავებას. თუ სიტუაცია თქვენგან შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობას არ მოითხოვს, მაშინ დღე აბსოლუტურად მშვიდად ჩაივლის – ასეთი უცნაური დღე გელოდებათ.