ელისაბედ II ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა, თუმცა კორონაციის ცერემონია მომდევნო წლის ივნისში გაიმართა. გასულ ზაფხულს დიდმა ბრიტანეთმა დედოფლის სამეფო ტახტზე ყოფნის 70 წლისთავი ზარ-ზეიმით აღნიშნა.ბრიტანეთის მმართველის მემკვიდრე არის პრინცი ჩარლზი, ელისაბედ II-ის უფროსი ვაჟი.ტახტის მემკვიდრეობის მომდევნო პრეტენდენტებად კი მიიჩნევიან პრინცი უილიამი და მისი შვილები.
ხუთშაბათს დედოფალი ელისაბედ II 96 წლის ასაკში ბალმორალის სასახლეში გარდაიცვალა.
ელისაბედ II ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა, თუმცა კორონაციის ცერემონია მომდევნო წლის ივნისში გაიმართა. გასულ ზაფხულს დიდმა ბრიტანეთმა დედოფლის სამეფო ტახტზე ყოფნის 70 წლისთავი ზარ-ზეიმით აღნიშნა.
ბრიტანეთის მმართველის მემკვიდრე არის პრინცი ჩარლზი, ელისაბედ II-ის უფროსი ვაჟი.
ტახტის მემკვიდრეობის მომდევნო პრეტენდენტებად კი მიიჩნევიან პრინცი უილიამი და მისი შვილები.
ელისაბედ II ტახტზე 25 წლის ასაკში ავიდა, მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა მისი მამა - მეფე ჯორჯ VI. ფოტოზე - დედოფალი ელისაბედი და პრინცი ფილიპი, ედინბურგის ჰერცოგი კორონაციის შემდეგ ვესტმინსტერის სააბატოში
ელისაბედ II 1926 წლის 21 აპრილს დაიბადა. ის არ ყოფილა პირველი რიგის მემკვიდრე. ტახტზე უნდა ასულიყო მისი ბიძა ედუარდ VIII, მაგრამ მან უარი განაცხადა ტახტზე და 10 წლის ელისაბედი გახდა ოფიციალური მემკვიდრე
ტახტზე ასვლისას ელისაბედ II შვიდი სახელმწიფოს დედოფალი გახდა: დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის, პაკისტანისა და ცეილონის
ელისაბედ II-ის კორონაცია 1953 წლის 2 ივნისს ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართა, როდესაც ის 27 წლის იყო. ტახტზე ასვლის დროს ის უკვე გათხოვილი იყო ედინბურგის ჰერცოგ ფილიპ მაუნტბეტენზე
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ერთადერთი ქალია სამეფო ოჯახიდან, რომელიც მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში და მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო სატვირთო მანქანის მძღოლი და მექანიკოსი იყო
ელისაბედ II ბრიტანეთის ერთადერთი მოქალაქეა, რომელსაც არასდროს ჰქონია პასპორტი. დიდ ბრიტანეთში ამ საბუთს გასცემს მონარქი, დედოფალს კი საკუთარი თავისთვის ამის გაკეთება არ შეუძლია
გარდა ამისა, ის ერთადერთი ადამიანი იყო გაერთიანებულ სამეფოში, რომელსაც მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილით გადაადგილების ნებართვა ჰქონდა. ის 93 წლის ასაკამდე თავად ჯდებოდა საჭესთან
დედოფლის ერთ-ერთი გატაცება იყო ცხენების მოშენება და ჯირითი. არსებული მონაცემებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში სამეფო ცხენების გამარჯვებებმა დოღებში დედოფალს 6,7 მილიონი ევრო მოუტანა
მისი მმართველობის პერიოდში მთავრობის 15 მეთაური შეიცვალა. პირველი იყო უინსტონ ჩერჩილი, რომელსაც დედოფალთან მეგობრობა აკავშირებდა. ხუთი პრემიერი კი დედოფლის მმართველობის პერიოდში დაიბადა - ტონი ბლერი, ტერეზა მეი, ბორის ჯონსონი, დევიდ კემერონი და ლიზ ტრასი
ხოლო 2016 წლის 13 ოქტომბერს ტაილანდის მეფე პუმიპონ ადულიადეტის გარდაცვალების შემდეგ ელისაბედი გახდა მონარქი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდხანს იჯდა ტახტზე