https://sputnik-georgia.com/20220909/dadginda-sauketeso-asaki-ucxo-enebis-sesaswavlad-270285798.html
დადგინდა საუკეთესო ასაკი უცხო ენების შესასწავლად: ამერიკელ მეცნიერთა კვლევა
დადგინდა საუკეთესო ასაკი უცხო ენების შესასწავლად: ამერიკელ მეცნიერთა კვლევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. უცხო ენის მაღალ დონეზე შესწავლის მეტი შანსი აქვთ მათ, ვინც სწავლას ბავშვობაში, ათი წლის ასაკამდე იწყებს, ასკვნიან მასაჩუსეტსის... 09.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-09T20:24+0400
2022-09-09T20:24+0400
2023-08-03T17:38+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23930/04/239300440_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_14c9542c344623001008da8a837c2362.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. უცხო ენის მაღალ დონეზე შესწავლის მეტი შანსი აქვთ მათ, ვინც სწავლას ბავშვობაში, ათი წლის ასაკამდე იწყებს, ასკვნიან მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ნეირო- და კოგნიტიურ მეცნიერებათა ცენტრის (MIT) სპეციალისტები, რომელთა ნაშრომი ჟურნალ Cognition-ში გამოქვეყნდა.მეცნიერებმა შეკრიბეს ინფორმაცია სხვადასხვა ეროვნებისა და ასაკის 670 ათასი ადამიანის შესახებ და მისი ანალიზისთვის სპეციალური კომპიუტერული მოდელი შეიმუშავეს.რესპონდენტები, რომელთა შორის ყველაზე უმცროსები 10 წლის, ყველაზე უფროსები კი 70 წლისა იყვნენ, ანკეტებში უთითებდნენ ასაკს, ინგლისური ენის სწავლის „სტაჟსა“ და ასევე ავსებდნენ გრამატიკული წესების შესახებ ტესტს.კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ყველაზე კარგად უცხო ენის გრამატიკას ბავშვები და მოზარდები ითვისებენ. მიუხედავად იმისა, რომ 18 წლის შემდეგ ენის სწრაფად ათვისების უნარი რჩება, მშობლიური ენის დონეზე სწავლის შესაძლებლობა იკლებს და უფრო რთულდება.მასაჩუსეტსელი მეცნიერები ამბობენ, რომ აღნიშნული კანონზომიერება შესაძლოა აიხსნას როგორც ბიოლოგიური, ისე სოციოკულტურული ფაქტორებით, რომლებიც პიროვნების განვითარებაზე ახდენს გავლენას.პროფესორ ჯოშ ტენენბაუმის თქმით, ეს ფაქტორები მას შემდეგ იჩენს თავს, რაც ადამიანი სრულწლოვანების ასაკს აღწევს, ანუ 17-18 წლის ახალგაზრდები უმეტეს შემთხვევაში ტოვებენ მშობლების სახლს, იწყებენ მუშაობას ან ხდებიან სტუდენტები და სწორედ ამიტომ ნებისმიერი ენის ათვისების სისწრაფე ნელდება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23930/04/239300440_106:0:1814:1281_1920x0_80_0_0_968d10292dd628a6b77d8838062a66f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. უცხო ენის მაღალ დონეზე შესწავლის მეტი შანსი აქვთ მათ, ვინც სწავლას ბავშვობაში, ათი წლის ასაკამდე იწყებს, ასკვნიან მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ნეირო- და კოგნიტიურ მეცნიერებათა ცენტრის (MIT) სპეციალისტები, რომელთა ნაშრომი ჟურნალ
Cognition-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა შეკრიბეს ინფორმაცია სხვადასხვა ეროვნებისა და ასაკის 670 ათასი ადამიანის შესახებ და მისი ანალიზისთვის სპეციალური კომპიუტერული მოდელი შეიმუშავეს.
რესპონდენტები, რომელთა შორის ყველაზე უმცროსები 10 წლის, ყველაზე უფროსები კი 70 წლისა იყვნენ, ანკეტებში უთითებდნენ ასაკს, ინგლისური ენის სწავლის „სტაჟსა“ და ასევე ავსებდნენ გრამატიკული წესების შესახებ ტესტს.
კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ყველაზე კარგად უცხო ენის გრამატიკას ბავშვები და მოზარდები ითვისებენ. მიუხედავად იმისა, რომ 18 წლის შემდეგ ენის სწრაფად ათვისების უნარი რჩება, მშობლიური ენის დონეზე სწავლის შესაძლებლობა იკლებს და უფრო რთულდება.
მასაჩუსეტსელი მეცნიერები ამბობენ, რომ აღნიშნული კანონზომიერება შესაძლოა აიხსნას როგორც ბიოლოგიური, ისე სოციოკულტურული ფაქტორებით, რომლებიც პიროვნების განვითარებაზე ახდენს გავლენას.
პროფესორ ჯოშ ტენენბაუმის თქმით, ეს ფაქტორები მას შემდეგ იჩენს თავს, რაც ადამიანი სრულწლოვანების ასაკს აღწევს, ანუ 17-18 წლის ახალგაზრდები უმეტეს შემთხვევაში ტოვებენ მშობლების სახლს, იწყებენ მუშაობას ან ხდებიან სტუდენტები და სწორედ ამიტომ ნებისმიერი ენის ათვისების სისწრაფე ნელდება.