„ტიპური ბიუროკრატიული ანგარიში“ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე USAID-ს ანგარიშზე

© courtesy of Shalva Papuashviliშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2022
გამოწერა
პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, რომლის მონაცემებსაც USAID-ს ანგარიში ეყრდნობა, პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის ავტორობით გამოქვეყნებულ დოკუმენტს უხარისხო ბიუროკრატიული ნამუშევარი უწოდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წლის შემდეგ საქართველოსთვის კორუფციისა და კლეპტოკრატიის წინააღმდეგ შესაძლებლობათა ფანჯარა დაიხურა, რაც უნდა გახდეს აშშ-ის მთავრობის მხრიდან შეფასების საგანი და საფუძველი ისეთი პოლიტიკური ბერკეტების ასამოქმედებლად, როგორიცაა მთავრობის კორუმპირებული წევრების აქტივების გაყინვა და კორუფციულ სქემაში ჩართული მაღალი რანგის თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება.

„ეს არის ტიპური ბიუროკრატიული ანგარიში და, სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვარ, რომ ავტორი, რომელიც სადღაც შორს ზის, არც კი დაფიქრებულა რას წერს… ეს არის უბრალოდ უხარისხო ბიუროკრატიული ნამუშევარი, ბროშურა, რომელიც შემდგომ თაროზე დევს და მტვერი ედება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, რომლის მონაცემებსაც USAID-ს ანგარიში ეყრდნობა, პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს.
„სამწუხაროდ, ზოგიერთმა ორგანიზაციამ საკუთარ თავს რეპუტაცია ხელოვნურად შეუქმნა და ამ რეპუტაციით სარგებლობს, შემდეგ კი სხვები ამ ორგანიზაცის ნათქვამს ჭეშმარიტებად იღებენ. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერმა სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მხარდაჭერით სარგებლობს, აქვს ფორუმებზე წვდომა და მისი სიტყვა, შესაძლოა, პირდაპირ შევიდეს ანგარიშში.
აღნიშნული ორგანიზაციის შეფასების საფუძველზე USAID-ს დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიზეზი, რამაც ქვეყანაში კლეპტოკრატია და კორუფცია გამოიწვია, არის ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცება, რუსეთთან საიდუმლო ბიზნეს-გარიგებები, საქართველოს ეკონომიკის რუსეთის ეკონომიკაზე მზარდი დამოკიდებულება და კორუმპირებული თანამდებობის პირების დაუსჯელობა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0