კინოფესტივალი BIAFF ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვს

© BIAFF BATUMIBIAFF
BIAFF - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, კინოფესტივალის დაფინანსებაზე შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა უარი განაცხადეს.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალმა BIAFF, რომელიც უკვე 17 წელია ტარდება, სახელმწიფო მხარდაჭერის გაუქმების გამო ფესტივალისთვის ფინანსური დახმარების კამპანია წამოიწყო.

ამ დროისათვის ფესტივალს ფინანსური მხარდაჭერა მხოლოდ რამდენიმე საელჩომ და ორგანიზაციამ შესთავაზა, ამიტომაც BIAFF დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს. ჰეშთეგით #ერთადჩავატაროთბიაფი ბათუმის კინოფესტივალი ერთგულ მაყურებელს და საავტორო კინოს მოყვარულთ მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ღონისძიებას.

„წელს ბათუმის კინოფესტივალი მისი არსებობის ისტორიაში პირველად წააწყდა ფინანსურ სირთულეებს. ყველა სახელმწიფო სტრუქტურამ – საქართველოს კულტურის სამინისტრომ, ეროვნულმა კინოცენტრმა და, ჩვენდა გასაკვირად, აჭარის კულტურის სამინისტრომ ფესტივალის დაფინანსებაზე უარი განაცხადა“, – ნათქვამია კინოფესტივალის ორგანიზატორთა განცხადებაში.
მათი განმარტებით, აჭარის კულტურის სამინისტროსთან კომუნიკაციისას მიიღეს დაპირება, რომ არსებულ ფინანსებს გადახედავენ და ფესტივალს მცირე დაფინანსებას გამოუყოფენ, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა.
© FB/ Batumi International Art-House Film Festivalბათუმის კინოფესტივალი BIAFF
Батумский фестиваль авторского кино BIAFF - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2022
ბათუმის კინოფესტივალი BIAFF
გავრცელებული ინფორმაციით, 3 აგვისტოს BIAFF-მა დაფინანსების მისაღებად ბათუმის მერიაში წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, საელჩოებისგან და უცხოელი პარტნიორებისგან თანადაფინანსების (დაახლოებით 115 ათასი ლარი) თაობაზე წერილები.
ბათუმის მერიისგან მოთხოვნილი თანხის ოდენობა 88 ათას ლარს შეადგენდა. თუმცა, მიუხედავად წარდგენილი დოკუმენტაციისა, მერიაში კინოჩვენების ორგანიზატორებს განუცხადეს, რომ ფესტივალების საკონკურსო ბიუჯეტი ამოწურულია.
„დაფინანსდა სხვა ფესტივალები, ბათუმის კინოფესტივალის დაფინანსება კი ვერ ხერხდება. ითქვა, რომ შეიძლება იფიქრონ საფესტივალო კონკურსისთვის თანხის დამატებაზე“, – განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 2006 წელს დაარსდა. ის ორიენტირებულია არტ-ჰაუსისა და დამოუკიდებელი კინოს სიახლეებზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. BIAFF ითვალისწინებს სამ მთავარ ნომინაციას – საუკეთესო მხატვრული, საუკეთესო დოკუმენტური და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0