https://sputnik-georgia.com/20220908/trio-mandili-batumshi-koncerts-gamartavs-270201006.html
ტრიო „მანდილი" ბათუმში საქველმოქმედო კონცერტზე გეპატიჟებათ
ტრიო „მანდილი" ბათუმში საქველმოქმედო კონცერტზე გეპატიჟებათ
Sputnik საქართველო
გოგონები მათ მიერ გადაღებული და ინტერნეტით გავრცელებული მუსიკალური ვიდეოს წყალობით გახდნენ პოპულარული. 08.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-08T10:55+0400
2022-09-08T10:55+0400
2022-09-08T15:28+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
ბათუმი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24837/48/248374892_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_6511b2568787721fe9ec5d642e046a0d.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. პოპულარული ქართული ფოლკ-ტრიო „მანდილი" ბათუმში კონცერტს 14 სექტემბერს გამართავს, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.კონცერტი Backdoor Bar-ის სცენაზე 20:00 საათზე დაიწყება.„ეს არის ჯგუფი, რომელიც, მიუხედავად დიდი პოპულარობისა, საქართველოში, პრაქტიკულად არ გამოდის. თუმცა ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მათ ევროპაში 50-ზე მეტი კონცერტი ჩაატარეს, რომელთა უმეტესობა საქველმოქმედო ხასიათის იყო“, – ნათქვამია კონცერტის ანონსში.საქართველოში გოგონები მათ მიერ გადაღებული და ინტერნეტით გავრცელებული მუსიკალური ვიდეოს წყალობით გახდნენ პოპულარული. თბილისის მახლობლად, სოფლის გზაზე გადაღებულმა ვიდეომ, სადაც გოგონები ქართულ ხალხურ სიმღერას — „აპარეკას" მღერიან, ინტერნეტში ორი კვირის მანძილზე მილიონი ნახვა დააგროვა.ჯგუფის სახელწოდება „მანდილი", ჯგუფის წევრების თქმით, ერთ-ერთი გოგონას დედას ესიზმრა, როგორც წარმატების მომტანი ნიშანი და ამიტომაც შეარჩიეს. გოგონებს სპეციალური მუსიკალური განათლება არ აქვთ. ყველაფერი, მათ შორის ფანდურზე დაკვრაც თავად ისწავლეს.2015 წელს „მანდილმა" გამოუშვა სადებიუტო ალბომი სახელწოდებით With Love, რომელშიც შევიდა საქართველოს როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური ავტორების ათი ტრეკი. ტრიო „მანდილი" პირველად 2016 წელს გამოვიდა რუსეთში — მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში.2017 წელს ტრიო „მანდილმა" მონაწილეობა მიიღო „ევროვიზიის" ეროვნულ შესარჩევ კონკურსში.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24837/48/248374892_53:0:981:696_1920x0_80_0_0_11333f0f83cbd7db359f16297800c5f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, ბათუმი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, ბათუმი , საზოგადოება, ახალი ამბები
ტრიო „მანდილი" ბათუმში საქველმოქმედო კონცერტზე გეპატიჟებათ
10:55 08.09.2022 (განახლებულია: 15:28 08.09.2022) გოგონები მათ მიერ გადაღებული და ინტერნეტით გავრცელებული მუსიკალური ვიდეოს წყალობით გახდნენ პოპულარული.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. პოპულარული ქართული ფოლკ-ტრიო „მანდილი" ბათუმში კონცერტს 14 სექტემბერს გამართავს, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.
კონცერტი Backdoor Bar-ის სცენაზე 20:00 საათზე დაიწყება.
„ეს არის ჯგუფი, რომელიც, მიუხედავად დიდი პოპულარობისა, საქართველოში, პრაქტიკულად არ გამოდის. თუმცა ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მათ ევროპაში 50-ზე მეტი კონცერტი ჩაატარეს, რომელთა უმეტესობა საქველმოქმედო ხასიათის იყო“, – ნათქვამია კონცერტის
ანონსში.
საქართველოში გოგონები მათ მიერ გადაღებული და ინტერნეტით გავრცელებული მუსიკალური ვიდეოს წყალობით გახდნენ პოპულარული. თბილისის მახლობლად, სოფლის გზაზე გადაღებულმა ვიდეომ, სადაც გოგონები ქართულ ხალხურ სიმღერას — „აპარეკას" მღერიან, ინტერნეტში ორი კვირის მანძილზე მილიონი ნახვა დააგროვა.
ჯგუფის სახელწოდება „მანდილი", ჯგუფის წევრების თქმით, ერთ-ერთი გოგონას დედას ესიზმრა, როგორც წარმატების მომტანი ნიშანი და ამიტომაც შეარჩიეს. გოგონებს სპეციალური მუსიკალური განათლება არ აქვთ. ყველაფერი, მათ შორის ფანდურზე დაკვრაც თავად ისწავლეს.
2015 წელს „მანდილმა" გამოუშვა სადებიუტო ალბომი სახელწოდებით With Love, რომელშიც შევიდა საქართველოს როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური ავტორების ათი ტრეკი. ტრიო „მანდილი" პირველად 2016 წელს გამოვიდა რუსეთში — მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში.
2017 წელს ტრიო „მანდილმა" მონაწილეობა მიიღო „ევროვიზიის" ეროვნულ შესარჩევ კონკურსში.