სილუანოვმა რუსეთის ფინანასური სუვერენიტეტის ფორმულა გამოიყვანა

© photo: Sputnik / Aleksander Astafyev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2022
გამოწერა
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის ფინანსური სუვერენიტეტის ფორმულა — ეს არის ვიცხოვროთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში და არ ვიაროთ გაწვდილი ხელით, განაცხადა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ანტონ სილუანოვმა მოსკოვის ფინანსური ფორუმის პლენარულ სხდომაზე.
მინისტრის თქმით, ფინანსური სუვერენიტეტის თემა რუსეთისთვის „ძალიან მნიშვნელოვანია“.
როგორც სილუანოვმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოკავშირეები არიან „ჯარი და საზღვაო ფლოტი“, ეს „არაფერში ვარგა“ ფინანსური კომპონენტის გარეშე.
„რა არის ფინანსური სუვერენიტეტი? ეს არის ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ცხოვრება და არა გაწვდილი ხელით სიარული. იმიტომ, რომ ჩვენ გამოვიარეთ ისტორიის არაერთი პერიოდი, როდესაც მხოლოდ ერთი იმედი გვქონდა — მოგვცემდნენ თუ არა სესხს“, — განმარტა სილუანოვმა.
მოსკოვის ფინანასური ფორუმი — ეს არის უნიკალური პლატფორმა პროფესიული დისკუსიისთვის, სადაც განიხილება ეკონომიკური პოლიტიკის, ქვეყნის ფინანსური სისტემის გრძელვადიანი სტაბილურობისა და რუსეთის მთავრობის ფინანსური და ეკონომიკური ბლოკის რეგულირების სფეროები.
ფორუმის ორგანიზატორია რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო და მოსკოვის მთავრობა.
პირველად მოსკოვის ფინანსური ფორუმი 2016 წლის 23 სექტემბერს ჩატარდა.
ყველა ახალი ამბავი
0