https://sputnik-georgia.com/20220908/saqartvelosi-1-8-milioni-wlis-winandeli-adamianis-kbili-armoacines-270256121.html
სენსაცია! საქართველოში 1,8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის კბილი აღმოაჩინეს
სენსაცია! საქართველოში 1,8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის კბილი აღმოაჩინეს
Sputnik საქართველო
ამიერიდან მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე ახალი წერტილი გაჩნდა - ოროზმანი, აცხადებენ ქართველი არქეოლოგები
2022-09-08T18:36+0400
2022-09-08T18:36+0400
2022-09-08T21:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
ეს საინტერესოა
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23021/63/230216312_0:188:2000:1313_1920x0_80_0_0_072b70d341c57ab65a48f01638616534.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. დმანისის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სენსაციური აღმოჩენა გააკეთა – სოფელ ოროზმანში 1,8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ქვედა ყბის კბილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.ექსპედიციის ხელმძღვანელმა გიორგი ბიძინაშვილმა განაცხადა, რომ ამიერიდან უკვე ცნობილ დმანისთან ერთად მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე ახალი წერტილი გაჩნდა – ოროზმანი.მისი თქმით, ეს აღმოჩენა გამოიწვევს სამეცნიერო ინტერესის გაღვივებას საქართველოსა და კავკასიის მიმართ. მეტიც, ექსპედიციის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე ოროზმანი შევა მეცნიერების სამაგიდო წიგნებში, როგორც „უძველესი ევრაზიელების დასახლების წერტილი".ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები.წყარო - ტელეარხი „ფორმულა“ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23021/63/230216312_0:0:2000:1500_1920x0_80_0_0_66e97eb915f29515163a230ee88a5680.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო 1,8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანი კბილი აღმოჩენა სენსაცია გათხრები ოროზმანი დმანისი
საქართველო 1,8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანი კბილი აღმოჩენა სენსაცია გათხრები ოროზმანი დმანისი
სენსაცია! საქართველოში 1,8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის კბილი აღმოაჩინეს
18:36 08.09.2022 (განახლებულია: 21:48 08.09.2022) ამიერიდან მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე ახალი წერტილი გაჩნდა - ოროზმანი, აცხადებენ ქართველი არქეოლოგები.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. დმანისის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სენსაციური აღმოჩენა გააკეთა – სოფელ ოროზმანში 1,8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ქვედა ყბის კბილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
ექსპედიციის ხელმძღვანელმა გიორგი ბიძინაშვილმა განაცხადა, რომ ამიერიდან უკვე ცნობილ დმანისთან ერთად მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე ახალი წერტილი გაჩნდა – ოროზმანი.
„იგივე ასაკის არიან ეს ადამიანები, რა ასაკისაც არიან ჩვენი ცნობილი ზეზვა და მზია, პირველი ევროპელები. და აქ ვიპოვეთ, შეგვიძლია უხეშად ვთქვათ, მათი ბიძაშვილის, ოროზმანელი ბიძაშვილის კბილი, რამაც მთლიანად შეცვალა წარმოდგენა საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ევრაზიელების, უძველესი ევრაზიელი ჰომინიდების გავრცელების შესახებ“, – განაცხადა ბიძინაშვილმა.
მისი თქმით, ეს აღმოჩენა გამოიწვევს სამეცნიერო ინტერესის გაღვივებას საქართველოსა და კავკასიის მიმართ. მეტიც, ექსპედიციის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე ოროზმანი შევა მეცნიერების სამაგიდო წიგნებში, როგორც „უძველესი ევრაზიელების დასახლების წერტილი".
ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები.