საგარეჯოში ბავშვებისა და დიდებისთვის გასართობი ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerჩურჩხელა
ჩურჩხელა  - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2022
გამოწერა
ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრებს დავით აღმაშენებლის ქუჩაზე 17:00 საათიდან ელოდებიან.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საგარეჯოს ქალაქად აღიარების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი Sagarejo Fest 2022 10 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფესტივალის მიზანია მუნიციპალიტეტში კულტურული, სამეწარმეო, შემეცნებითი და ახალგაზრდული აქტივობების წახალისება.
ღონისძიება საბავშვო პროგრამით 17:00 საათზე დაიწყება. ბავშვებს ელოდებათ ბატუტი, ჰელიუმის ბუშტები და ანიმატორები. ასევე მოეწყობა შემოდგომის კუთხე, გაიმართება სპორტული ღონისძიებები – შეჯიბრებები მკლავჭიდში, ჭადრაკსა და ნარდში.
18:00 საათიდან დაიწყება პროგრამა დიდებისთვის, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა–გაყიდვა გაიმართება. ფესტივალის სტუმრებისთვის მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე და ჩატარდება კულინარიული მასტერ-კლასები.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მოძრაობის თეატრის სპექტაკლი, ქართველი მუსიკოს–შემსრულებლებისა და სიმებიანი კვარტეტის კონცერტი.
Sagarejo Fest გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0