მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნატოს მომდევნო გენმდივანი შესაძლოა ქალი გახდეს: ცნობილია კანდიდატურა

© GEOFFROY VAN DER HASSELT
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2022
გამოწერა
თბილისი, 8 სექტემბერი − Sputnik. კანადის მოქმედი ვიცე-პრემიერის კრისტია ფრილანდის კანდიდატურა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე განიხილება, წერს CBC News.

„სულ ცოტა ოთხმა სხვადასხვა წყარომ ოტავიდან, ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან, სადაც მდებარეობს ნატოს შტაბ-ბინა, დაგვიდასტურა, რომ საერთაშორისო თავდაცვით და უსაფრთხოების წრეებში ფრილანდი უკვე რამდენიმე თვეა მოიხსენიება როგორც ნატოს მოქმედი მდივნის იენს სტოლტენბერგის პოტენციური მემკვიდრე“, − წერს გამოცემა.

როგორც მასალაშია ნათქვამი, თავად ფრილანდმა თავი აარიდა ამის შესახებ დასმულ კითხვაზე პირდაპირ პასუხს და თქვა, რომ მას უკვე აქვს ორი სამსახური. ამ დროისათვის, კანადის ვიცე-პრემიერის სავარძლის გარდა, ფრილანდს ასევე უჭირავს ქვეყნის ფინანსთა მინისტრის თანამდებობა.
ნატოს მაღალი რანგის ჩინოვნიკის თქმით, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ სამხედრო ალიანსის მომდევნო გენერალური მდივანი ქალი გახდეს.
„არის რამდენიმე ძალიან კვალიფიციური ქალი, რომლებიც შესანიშნავი კანდიდატები იქნებოდნენ. როგორც ჩანს, დადგა დრო, რომ მომდევნო გენმდივანი მართლაც ქალი იყოს“, − თქვა ანონიმმა მაღალჩინოსანმა.
გამოცემის ცნობით, ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე სხვა კანდიდატებს შორის მოიაზრებიან: ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ლიეტუვის ექს-პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე და ესტონეთის ექს-პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი.
ამ დროისათვის ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსს იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. ნატოს გენერალურ მდივნად ის 2014 წელს დაინიშნა ხუთი წლის ვადით, თუმცა 2019 წელს მანდატი 2022 წლამდე გაუგრძელეს. მიმდინარე წლის მარტში კი, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული „სპეცოპერაციის“ ფონზე, სტოლტენბერგის თანამდებობაზე დატოვება 2023 წლის 30 სექტემბრამდე გადაწყდა.
წყარო: CBC News
ყველა ახალი ამბავი
0